შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალს "ამირანი" უმასპინძლებს

03/12/2011 13:52 (172 დღე 10:42 minutes ago)

თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალს კინოთეატრი "ამირანი" უმასპინძლებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც პრესკონფერენციაზე თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ფესტივალი 6-11 ოქტომბერს ჩატარდება.


კინოფესტივალი მაყურებელს ტრადიციულად უახლესი ევროპული, ამერიკული და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებას შესთავაზებს. 6 დეკემბერს, ფესტივალს ალექსანდრ სოკუროვის ფილმი "ფაუსტი" (რუსეთი) გახსნის, ხოლო დახურვაზე, 11 დეკემბერს წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე მინდაძის ფილმი "შაბათ დღეს" (რუსეთი/გერმანია/ უკრაინა ).


ფესტივალს ეწვევიან რეჟისორები და პროდიუსერები მსოფლიო ს სხვადასხვა ქვეყნებიდან - ესტონეთი, რუსეთი, იტალიია, საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩეხეთი, ისრაელი და სხვა.


კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60–ზე მეტი ფილმი. 5 დღის განმავლობაში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ლეო კარაქსის, ფრანსუა ოზონის, როი ანდერსონის, ლივ ულმანის, მაიკ ლის, ალექსანდრ სოკუროვისა და სხვათა ნამუშევრები, პირადად შეხვდეს და გაესაუბროს კინოფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან - რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს. აგრეთვე, პროდიუსერებისთვის მოეწყობა მასტერკლასები.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი (TIFF) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც კინოხელოვნების ცენტრმა "პრომეთემ" 2000 წელს დააარსა.


თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიზანია, მსოფლიო კლასის შემოქმედებთან და ექსპერტებთან პროფესიონალურ დონეზე გამართული შეხვედრების საშუალებით, წაახალისოს და შთააგონოს ახალგაზრდა კინემატოგრაფები. ფილმების ჩვენებები, პროფესიული შეხვედრები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას.


ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, თავისი არსებობის განმავლობაში, ფესტივალმა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ფესტივალის მიზანია, მაყურებელს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები გააცნოს და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.


ფესტივალის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის განცხადებით, თბილისში ნორმალური ფესტივალის გასამართად 350 ათასი ლარია საჭირო, თუმცა, წლევანდელი ფესტივალისთვის 145 ათას ლარამდე მოგროვდა. მათ შორის 80 ათასი ლარი სახელმწიფომ გაიღო.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group