
თბილისისმე-12 საერთშორისო კინოფესტივალ დღეს რუსული კინოფილმის, "ფაუსტის" ჩვენებით გაიხსნება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განუცხადეს, კინოფესტივალი 6-11 დეკემბერს ჩატარდება. კინოფესტივალი მაყურებელს ტრადიციულად უახლესი ევროპული, ამერიკული და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრების ჩვენებას შესთავაზებს.
დღეს ფესტივალს ალექსანდრ სოკუროვის ფილმი "ფაუსტი" (რუსეთი) გახსნის, ხოლო დახურვაზე, 11 დეკემბერს წარმოდგენილი იქნება ალექსანდრე მინდაძის ფილმი "შაბათ დღეს" (რუსეთი/გერმანია/ უკრაინა ).
ფესტივალს ეწვევიან რეჟისორები და პროდიუსერები მსოფლიო ს სხვადასხვა ქვეყნებიდან - ესტონეთი, რუსეთი, იტალიია, საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩეხეთი, ისრაელი და სხვა.
კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60–ზე მეტი ფილმი.
5 დღის განმავლობაში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ლეო კარაქსის, ფრანსუა ოზონის, როი ანდერსონის, ლივ ულმანის, მაიკ ლის, ალექსანდრ სოკუროვისა და სხვათა ნამუშევრები, თავად შეხვდეს და გაესაუბროს კინოფესტივალის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან - რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს. აგრეთვე, პროდიუსერებისთვის მოეწყობა მასტერკლასები.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი (თIFF) საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც კინოხელოვნების ცენტრმა "პრომეთემ" 2000 წელს დააარსა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიზანია, მსოფლიო კლასის შემოქმედებთან და ექსპერტებთან პროფესიონალურ დონეზე გამართული შეხვედრების საშუალებით, წაახალისოს და შთააგონოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები. ფილმების ჩვენებები, პროფესიული შეხვედრები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭსა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას.
ფესტივალის ორგანზიატორების თქმით, თავისი არსებობის მანძილზე, ფესტივალმა სამხრეთი კავკასიის მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ფესტივალის მიზანია, მაყურებელს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.
Related Stories