ჟურნალ FORBES-ის ქართული
გამოცემა იმ 15 მილიარდერის სიას აქვეყნებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესს
ფლობენ ან აქტივობებით არიან წარმოდგენილნი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სიაში ოთხი ქართველიც მოხვდა - ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე, მიხეილ მირილაშვილი და დავით იაკობაშვილი.
რეიტინგის თანახმად, 81 წლის ჯორჯ სოროსის ჯამური ქონება 22 მილიარი დოლარია; 86 წლის მიკელე ფერერო 18 მილიარდ დოლარს ფლობს; 61 წლის სავიტრი ჯინდალი 14.4 მილიარდი დოლარის მეპატრონეა; 55 წლის ბიძინა ივანიშვილი 5.5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს; 67 წლის მეჰმეტ ემინ კარამეჰმეტი სიაში 4 მილიარდი დოლარითაა წარმოდგენილი; 57 წლის ალექსანდრ მაშკევიჩი 3.7 მილიარდი დოლარის მქონეა; 65 წლის დონალდ ტრამპი 2.9 მილიარდი დოლარის მეპატრონეა; 48 წლის იგორ კოლომოისიკი - 2.5 მილიარდი ქონების; 49 წლის გენადი ბოგოლიუბოვიც 2.5 მილიარდი დოლარის მქონეა; 61 წლის დინუ პატრიჩუ 2.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ფლობს; 82 წლის კამილ იაზიჯი 1.8 მილიარდი დოლარის პატრონია; 52 წლის სერგეი სარქისოვი 1.5 მილიარდი დოლარითაა სიაში შესული; 63 წლის თუნჯაი ოზილჰანი 1.4 მილიარდი დოლარის პატრონია; 45 წლის ტიმურ კულიბაევი - 1.3 მილიარდი დოლარის.
სიის ბოლოშია 44 წლის ქალბატონი დინარა კულიბაევა, რომლის ქონება 1.3 მილიარდი დოლარია.
Related Stories