
თბილისის მერიის ორგანიზებით, წინასაახალწლოდ საზოგადოების წახალისებისა და
თბილისში სავაჭრო ქსელისა და შოპინგ-ტურიზმის განვითარების მიზნით 9-11
დეკემბერს საქართველოში პირველი შოპინგ-ფესტივალი გაიმართება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" მერიიდან აცნობეს, ფესტივალის განმავლობაში მომხმარებელს ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ასევე სხვადასხვა კომერციულ ობიექტებში სხვადასხვა ფასდაკლებებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
შოპინგ-ფესტივალის ფარგლებში ასევე გასართობი ღონისძიებები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები გაიმართება.
ცნობისთვის, შოპინგ-ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ კომერციულ ობიექტს შეეძლება. ამისათვის თითოეული მსურველი თბილისის მერიის ვებ-გვერდზე Tbilisi.gov.ge უნდა დარეგისტრირდეს და სპეციალური ანკეტა შეავსოს.
Related Stories