საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საშობაო სეზონი პარიზში

20/12/2011 10:51 (155 დღე 13:50 minutes ago)

christmas_paris_tree.jpg

სახელგანთქმული „გალერი ლაფაეტის“ ვიტრინებთან ხალხმრავლობაა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პარიზის ცენტრალურ უბანში მდებარე ცნობილი სავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია „მოდების დედაქალაქში“.  გამვლელთა უმეტესობას მაღაზიის ჩანთები უჭირავს. როგორც ჩანს საშობაო საჩუქრების ყიდვა პარიზელებმა უკვე დაიწყეს. 35 წლის ალექსანდრა დე ბრიტო იმ რამდენიმე გამვლელთაგანია, რომელთაც ხელში არაფერი აქვს.

“ჯერ არაფრის ყიდვას არ ვაპირებ, იმის მიუხედავად, რომ არც თუ ისე ცუდი ხელფასი მაქვს“ - ამბობს ის. მხოლოდ კარგ საშობაო სუფრას მოვაწყობ ჩემი ოჯახისთვის და საჩუქრებს კი შობის შემდეგ ვიყიდი, როცა ყველაფერი ფასდაკლებით იქნება. მიზეზი მარტივია, „ყველაფერი უზომოდ გაძვირდა, ყველაფრის ფასმა მოიმატა, მარტო ჩვენი ხელფასები არ გაზრდილა“ - აღნიშნავს პარიზელი ქალბატონი.

დე ბრიტოს მაგვარად ხარჯების შემცირებას ევროპის თითქმის ყველა რეგიონში ცდილობენ. ზოგიერთ ქვეყანაში, ისეთში, როგორიც პორტუგალია, საფრანგეთი და ესპანეთი, ადგილობრივმა მმართველებმა საშობაო ბიუჯეტებიც შეამცირეს და ქალაქში განათებების და საახალწლო მორთულობების რაოდენობა შეზღუდეს.

თუმცა, საფრანგეთში ეს მაინც ნაკლებად იგრძნობა. გასულ კვირას ათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და ბიუჯეტის შემცირება გააპროტესტა. მათ შორის იყო 25 წლის სტუდენტი პიერ დუბოვაცკი.

“მომავლის მეშინია. საარსებოდ ფული არ მყოფნის. ამ შობასაც ხელმოჭერილად ვხვდებით. ჩემი ოჯახი სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრობს. საჩუქრები წელს არ გვექნება. ისიც დიდი შეღავათია, რომ ერთად შევიკრიბებით“ - ამბობს ის.

„გალერი ლაფაეტთან “ ტროტუარზე მდგომი წყვილიც ხელცარიელი ჩანს. „არც ჩვენ ვაპირებთ რაიმეს შეძენას, მაგრამ ისეთი სილამაზე &submit=Search&searchphrase=exact&ordering=newest"> სილამაზე ა, უბრალოდ გვინდა დავათვალიეროთ და ვისიამოვნოთ. თან პირველად ვართ პარიზში“, ამბობენ ისინი.

შანზ-ელიზეს გამზირზე სადღესასწაულო დეკორაციები მართლაც იშვიათი გემოვნებით არის შერჩეული. ხალხი ცდილობს გული არ გაიტეხოს და მაინც იზეიმოს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group