
2011 წელს მსოფლიო , რომელმაც ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, ახალი
ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამიტომ
კომპანიებისა და მთავრობების ზოგი ლიდერი საკუთარი ნებით წავიდა
თანამდებობიდან, ზოგს კი პოსტი დაატოვებინეს. გთავაზობთ წლის ყველაზე
რეზონანსული გადადგომების რეიტინგს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
დომინიკ სტროს-კანი, სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი 19 მაისს, მას შემდეგ გადადგა, რაც ნიუ-იორკის პოლიციის მიერ, ერთ-ერთი სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
მართალია, მოგვიანებით მას ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ გავლენიანი პოლიტიკოსის კარიერა ამ ინციდენტის გამო დასრულდა. კერძოდ, ის იძულებული გახდა უარი ეთქვა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა სკანდალამდე პოპულარობით ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს ნიკოლა სარკოზის უსწრებდა.
ლეო აპოტეკერმა - Hewlett-Packard-ის გენერალურმა დირექტორმა ეს პოსტი ათი თვით შეინარჩუნა, სექტემბერში კი ის იმის გამო გაათავისუფლეს, რომ HP-სთვის საკვანძო, პერსონა ლური კომპიუტერების ბიზნესი ს გაყიდვა და პლანშეტების ბაზარზე Apple-თან კონკურენციაზე უარის თქმა გადაწყვიტა. აპოტეკერის არათანმიმდევრული ქმედებების გამო HP-ის აქციები 47%-ით გაუფასურდა და კომპანიამ საბაზრო ღირებულების 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.
სილვიო ბერლუსკონიმ - იტალიის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ქვეყნის მთავრობას მცირე შესვენებებით 1994 წლიდან ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ და სექსუალურ სკანდალში გაეხვა, თანამდებობა 12 ნოემბერს დატოვა. მის მთავრობას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ვერ შეძლო დავალიანების კრიზისთან ქმედითი პროგრამის შემუშავება.
მაიკლ ვუდფორდი, Olympus-ის გენერალური დირექტორი. მან იაპონურ კომპანიაში პოსტი ოქტომბრის შუა პერიოდში, მას შემდეგ დატოვა, რაც Olympus-ის მთელი რიგი გარიგებები ეჭვქვეშ დააყენა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კომპანია ცდილობდა 1990-იანი წლების საინვესტიციო დანაკარგების დამალვას.
ოსვალდ გრიუბელი, UBS-ის გენერალური დირექტორი. მან თანამდებობა სექტემბრის ბოლოს დატოვა და ამით საკუთარ თავზე სრულად აიღო ბანკის ლონდონური ტრეიდერის დანაშაული, რომლის შედეგადაც UBS-ს 2,3 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.
ჯონ კორზაინი, MF Global-ის გენერალური დირექტორი. საბროკერო კომპანია, რომელიც იტალიის, ირლანდიისა და ესპანეთის ობლიგაციებს ყიდულობდა, ნოემბერში გაკოტრდა და თავის ისტორიაში რეკორდული კვარტალური ზარალი - 192 მილიონი დოლარი მიიღო. შემოწმებებმა დაადასტურა, რომ კრახისგან თავის არიდების მიზნით კომპანიამ კლიენტების თანხებიდან 1,2 მილიარდი დოლარი დაკარგა.
სტივ ჯობსმა, Apple-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ 24 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო განაცხადა. კომპანიისთვის, სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ნიშნავდა ახალი ელემენტების შეტანის აუცილებლობას განვითარების სტრატეგიაში, რომელიც მნიშვნელოვნად ემყარებოდა მისი დამფუძნებლის პირად თვისებებსა და ქარიზმას. 5 ოქტომბერს ჯობსი გარდაიცვალა.
ჯონ გალიანო, Christian Dior-ის არტ-დირექტორი. ცნობილი დიზაინერი თანამდებობას ანტისემიტური განცხადებების გამო დაემშვიდობა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ექსცენტრიული გალიანო Dior-იდან და John Galiano-დან მარტში, პარიზის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტის გამო დაითხოვეს. მოგვიანებით სასამართლომ მას 6 ათასი ევროს გადახდა დააკისრა და გამოსაცდელი ვადაც მიუსაჯა.
ნაომო კანი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი. მან თანამდებობა 16 აგვისტოს დატოვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ მოსახლეობა ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპებით უკმაყოფილო იყო.
Related Stories