
ბათუმში ხულიო იგლესიასის კონცერტის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები
სრულდება. ბათუმის ახალ ბულვარში სცენა უკვე გამართულია და ახლა მხოლოდ
ტექნიკური დეტალები ზუსტდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, ბათუმში გახმოვანება ისე დამონტაჟდება, რომ ესპანელი მომღერლის ხმა მთელ ქალაქში მოისმინონ.
კონცერტის ორგანიზატორის, კომპანია ,,ისთერნპრომოუშენის“ გენერალური დირექტორის მიშა გიორგაძის თქმით, მხოლოდ დეკორატიული, სცენის შესამოსი სამუშაოებია შესასრულებელი.
,,შესაბამისად 100 პროცენტით ვართ მზად არტისტების ჩამოსვლისთვის და ე.წ. პირველი ინსპექციისათვის, რომლებიც შეამოწმებენ ყველაფერს“, _ განაცხადა გიორგაძემ.
ცნობილი ესპანელი მომღერალი ბათუმს 25- კაციანი დელეგაციით ესტუმრება. ის პირველ რეპეტიციას 31 დეკემბერს შუადღისას გამართავს. მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი მომღერალი ახალ წელს სცენაზე ღია ცის ქვეშ შეხვდება.
Related Stories