| “ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები |
|
17/01/2012 15:31 (127 დღე 09:18 minutes ago) | ||||||||||||
![]() ოქროს გლობუსის გამარჯვებულების ვინაობა კვირას, 15 იანვარს, გახდა ცნობილი.
კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი– დრამა გამარჯვებული გახდა ფი;მი “შთამომავლობა". მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი- დრამა, ჯილდო ჯორჯ კლუნმა მოიპოვა ფილმისთვის “შთამომავლობა”. რაც შეეხება ქალის მთავარი როლის საუკეთესო როლის შემსრულებელს–დრამა ჯილდო მერილ სტრიპმა მიიღო ფილმისთვის “ რკინის ლედი”, რომელშიც მსახიობი მარგარეტ ტეტჩერს ასახიერებს. საუკეთესო რეჟისორი მარტინ სკორსეზე გახდა მისი ბოლო 3D ნამუშევრისთვის “ჰუგო”, საუკეთესო სცენარისთვის კი ვუდი ალენი დაჯილდოვდა ფილმისთვის “შუა ღამე პარიზში”. ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მხატვრულ ფილმში "გამარჯვება" ოქტავია სპენსერმა მოიპოვა, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი კრისტოფერ ფლამერმა მიიღო ოქროს გლობუსი ფილმში “დამწყებნი” შესრულებული როლისთის. საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმისთვის ჯილდო ირანულმა ფილმმა "განქორწინება" მოიპოვა. საუკეთესო ანიმაციური ფილმი კი "ტენტენის თავგადასავალი" გახდა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


