ბიძინა ივანიშვილი რუსეთში მიმდინარე აქციებს მიესალმება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

Prada–ს უმსხვილესი აქციონერი, შესაძლოა, ჩინელი ბიზნესმენი გახდეს

12/07/2010 16:31 (576 დღე 01:13 minutes ago)

ჩინელი ბიზნესმენი ლიუი ციანი მოდის იტალიური სახლის Prada–ს აქციათა 13 პროცენტის მფლობელი გახდა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

მომავალში კი ის საკუთარი წილის 20%–მდე გაზრდას გეგმავს, რის შედეგადაც ის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდება.


ბიზნესმენმა კომპანიის აქციები ბოლო ორი წლის განმავლობაში ისე შეიძინა, რომ ამ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ გაუხმაურებია.

კონკრეტულად რა თანხა ჩადო ინვესტორმა Prada–ს აქციების შეძენაში, უცნობია. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ საკუთარი წილის გაზრდის მიზნით ის მზად იყო, 450 მილიონი ევრო ჩაედო. თუმცა Prada–მ ფასი 700 მილიონ ევრომდე ასწია. როგორც თავად ციანი აცხადებს, მოდის სახლი საკუთარი აქციების ჩინელებისთვის გადაცემას პროდუქციის ხარისხის გაუარესების შიშით ერიდება.

თუკი ჩინელი ბიზნესმენი ვერ მოახერხებს Prada–ს უმსხვილეს აქციონერად ქცევას, ის მისი კუთვნილი აქციების გაყიდვას აპირებს.

ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Prada ჰონგკონგში ამ მილანში საკუთარი აქციების პირველად განთავსებას აპირებს. ამ პროცესის სამზადისში მოდის სახლმა საკუთარი თავი 4 მილიარდ ევროდ შეაფასა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group