ბიძინა ივანიშვილი: მე უკან დასახევი გზა არ მაქვს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ექიმები სადაზღვევო კომპანიებისგან პაციენტების დაცვას ითხოვენ

26/07/2010 15:39 (562 დღე 02:22 minutes ago)

ექიმები სადაზღვევო კომპანიებს მორიგ ხმაურიან ბრალდებებს უყენებენ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ექიმთა ასოციაციის წევრებმა სადაზღვევო სექტორისგან პაციენტების დაცვა ღიად მოითხოვეს. ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია სადაზღვევო ბაზების დარეგულირება და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ექიმების მტკიცებით, სამწუხაროდ, სადაზღვევო კომპანიების მენეჯერები ექიმთა გაიდლაინებს არ სცნობენ და თავად წყვეტენ, წნევის რა მაჩვენებელზე უნდა დაინიშნოს მკურნალობა და რომელზე არა.

მათივე თქმით, მენეჯერების გადასაწყვეტი ხდება პაციენტების ოპერაციების საკითხები. "საბოლოო ჯამში, პაციენტი ვაჭრობის საგანი ხდება,"–აცხადებენ ექიმები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ პერიოდში სადაზღვევო ბაზების დაურეგულირებლობის გამო, პაციენტის უფლებები აბსოლუტურად დაუცველი რჩება.


სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ექიმების ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებს. სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიების მენეჯერები მკურნალობის დანიშვნასა და დიაგნოსტიკაში არ ერევიან, მისივე თქმით, სადაზღვევო ფინანსური ინსტიტუტია და ის მხოლოდ ფინანსურ საკითხებს აგვარებს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი სადაზღვევო კომპანიის მენეჯერები ექიმების საქმიანობაში არ ერევიან, გადამოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მკურნალობა არასტანდარტულ შემთხვევას ეხება," – ამბობს ნიკა რამიშვილი და დასძენს, რომ სადაზღვევო კომპანია დღეს დაზღვეული პიროვნების ოჯახის წევრი და დამცველია.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე კი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიებს ხშირ შემთხვევაში პირიქით, პაციენტების ექიმებისგან დაცვა უწევთ. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანია ფინანსური ინსტიტუტია და მკურნალობის დანიშვნაში არ ერევა, ის მხოლოდ გადამოწმებას ახდენს. გამყრელიძის მტკიცებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმები მეტი შემოსავლის მიღებისთვის მკურნალობას არაკეთილსინდისიერად ნიშნავენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group