2011 წელს მსოფლიოში 1, 55 მილიარდ ტელეფონი და სმარტფონი გაიყიდა

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

პანდემიის დასასრული

ავტორი ლევან ღირსიაშვილი, ვაშინგტონი, ამერიკის ხმა

12/08/2010 14:36 (541 დღე 21:51 minutes ago)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ H1N1 ვირუსის, იგივე ღორის გრიპის პანდემიის დასრულების შესახებ განაცხადა. ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის დოქტორ მარგარეტ ჩანის თქმით, მსოფლიო აღარ არის პამდემიური განგაშის მეექვსე ფაზაში.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

მისი განცხადებით, შარშანდელი წელი რთული პერიოდი იყო.

„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მუშაობა გაგრძელდეს და არ მივეცეთ თვითკმაყოფილებას. ასე რომ, მომავალში კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე ნასწავლი გაკვეთილების ხელახლა გამეორება, რათა მსოფლიო მომავალში შემდგომი პანდემიისთვის უკეთესად მოემზადოს,“ - განაცხადა ჩანმა.

მისი თქმით, პანდემიების და ვირუსების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ამისათვის, აუცილებელია ფხიზლად ყოფნა. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს. „წინა პანდემიებიდან მიღებული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ვირუსი გააგრძელებს  მოქმედებას და გამოიწვევს სერიოზულ დაავადებებს ახალგაზრდა ასაკის ჯგუფებში, სულ ცოტა პოსტ-პანდემიურ პერიოდში,“ - დასძინა ჩანმა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ღორის გრიპის ვირუსი კვლავ განაგრძობს მოქმედებას, თუმცა, სხვადასხვა ხარისხით. ამ მხრივ, რისკის ზონებად დასახელებულია ახალი ზელანდია და ინდოეთი. დოქტორ ჩანის განცხადებით, მსოფლიო ბედნიერია იმით, რომ ვირუსის გავლენა მაღალი აღარ არის და სასიკვდილო მუტაციის ფორმაც გავლილია. ჩანის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ვაქცინის მიღების გახანგრძლივება და მაღალი რისკის ადამიანებში აცრების ჩატარება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, 2009 წლიდან დღემდე ვირუსით მსოფლიო ში 18 500 ადამიანის გარდაცვალებაა რეგისტრირებული. დოკუმენტის თანახმად, რეალურად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა უფრო მეტი იქნება, თუმცა ზუსტი ციფრი რამდენიმე  წლის მანძილზე კიდევ არ იქნება ცნობილი.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group