ივანიშვილი: უმცირესობებთან დაკავშირებული ექსცესები ხელისუფლებიდანაა ინსპირირებული


Thursday, May 24, 2012
News Making Money

დღეს ბათუმის პიაცა მიშელ ლეგრანსა და თამარ გვერდწითელს უმასპინძლებს

15/08/2011 16:19 (282 დღე 08:32 minutes ago)

piaca_copy.jpg

პირWელის ცნობით, დღეს, ბათუმში, პიაცას მოედანზე კონცერტი სახელწოდებით "შერბურული ქოლგები" გაიმართება, რომელშიც გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ ლეგრანი და ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი მიიღებენ მონაწილეობას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრისა და იტალიელი დირიჟორის ჯან-ლუკა მარჩიანოს მონაწილეობით ჩატარდება.

 

ღონისძიების ორგანიზატორები "ჯეო-არტ ჰოლდინგი", აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია არიან.


კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა თბილისში, მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრსა და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრშია შესაძლებელი.


აღსანიშნავია, რომ ეს მიშელ ლეგრანის საქართველოში პირველი ვიზიტი არ არის. 2008 წელს მან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პროექტის "ხელოვანები ხელოვნებისთვის" ფარგლებში საქველმოქმედო სოლო-კონცერტი გამართა.


შეგახსენებთ, რომ მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის შემოქმედებითი კავშირი უკვე 20 წელზე მეტს ითვლის. 1991 წელს ფრანგმა კომპოზიტორმა და ქართველმა მომღერალმა პარიზის "ოლიმპიის" სცენაზე პირველი ერთობლივი კონცერტი ჩაატარეს. კონცერტის დასაწყისში შეკრებილი საზოგადოებისთვის გვერდწითელის წარდგენისას ლეგრანმა განაცხადა: "პარიზო, დაიმახსოვრე ეს სახელი".

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group