საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რეკომენდაციები უკეთესი ჯანდაცვის სისტემისთვის

ავტორი ნანიკო მღებრიშვილი, The FINANCIAL

15/08/2011 17:52 (282 დღე 07:00 minutes ago)

_dsc6658.jpg

საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის მიხედვით, ქართველი მოსახლეობის, დაახლოებით, ერთი მესამედი დაზღვეულია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე დაზღვეულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სადაზღვეო ასოციაცია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას არ შეუძლია თავის დაზღვევა, სახელმწიფოს ჩარევაა საჭირო.

დაახლოებით 300,000 დასაქმებული ქართველი არ არის დაზღვეული. საჭიროა დამსაქმებელთა მიერ მომუშავეთა წახალისება დაზღვევისაკენ.

დაზღვევის ასოციაცია თვლის, რომ დაზღვევის სათანადო პირობების შემთხვევაში, დაახლოებით სამ წელიწადში, ქართველი მოსახლეობის ორი მესამედის დაზღვევაა შესაძლებელი.

დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ ინფრასტრუქტურას. ბოლო დროის მანძილზე, აქტიურად ხდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებით სამედიცინო ინრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ასევე საჭიროა დარგის ადეკვატური ცოდნა.

საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის მეთაური, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ჯანდაცვის სისტემაში, ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი უპირატესობა სიტუაციურ მიდგომას დაუნდა მიენიჭოს. მან უნდა შეცვალოს ძირითადი ჯანდაცვის სისტემა. ის გულისხმობს მრავალ პროცესს.

პირველ რიგში, ექიმთათვის უნდა იყოს ოქმი და დირექტივა. ისინი უნდა იყვნენ სისტემის ნაწილი, რომელიც მათ ავალდებულებს დაიცვან წესები. უნდა იყოს ორგანიზაცია, რომელიც დააკისრებს ამ ვალდებულებებს და დირექტივებს.

დირექტივების დარღვევის შემთხვევაში, მორალური და სამართლის ნორმები უფრო ძლიერი უნდა იყოს. ექიმებმა რეცეპტი მხოლოდ პროტოკოლის მიხედვით უნდა გამოწერონ. საინფორმაციო სისტემები კი გააკონტროლებენ თავმჯდომარეს.

ექიმების ცოდნის და განათლების დონე უნდა იქნას ამაღლებული. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ფარმაცევტულ კომპანიებთან შეუთანხმებლობაა. ამჟამად, ექიმების უმეტესობას კონტრაქტი აქვს რაიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან და ისინი პაციენტებს პარტნიორი კომპანიების წამლებს უნიშნავენ.

ექიმები აღიარებენ, რომ მათ მიერ გამოწერილი წამლების საერთო წილი ძალიან დაბალია - დაახლოებით 30%. მათ იციან, რომ დაუპატენტებელ წამლებს აქვთ იგივე ეფექტი, რაც მარკიან წამლებს, მაგრამ პარტნიორი კომპანიების გამო, ისინი უარს აცხადებენ მათ გამოწერაზე. სინამდვილეში, არსებობს უამრავი, უზარმაზარი ფარმაცევტული კომპანია, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ დაუპატენტებელ წამლებს. ამგვარი წამლების გამოყენება მიღებულია მთელს მსოფლიო ში და საქართველოშიც უნდა იყოს შემოღებული. ეს პროცესი გამოიწვევს ფარმაცევტული ხარჯების ოპტიმიზაციას.

ასევე, კარგი იქნებოდა უმთავრესი მედიკამენტების სიის შედგენა. მრავალ ქვეყანას ან უბრალოდ ორგანიზაციას აქვს შემუშავებული ამგვარი სია. ექიმები ვალდებულნი არიან დანიშნონ წამლები ამ სიებიდან. ეს სიები ამომწურავია და დაავადებისთვის ყველა საჭირო წამალს შეიცავს. საშუალოდ, მედიკამენტთა რიცხვი უნდა შეადგენდეს 500-ს. სინამდვილეში, იმ ხალხისთვის ვინც დაზღვეულია სახელმწიფო დაზღვევის სისტემით, საქართველოში არის ამგვარი, აუცილებელი მედიკამენტების სია. მაგრამ ექიმები თითქმის არასოდეს ხელმძღვანელობენ ამ სიით. სიები არის პაციენტებისთვისაც, მაგრამ, ექიმის დახმარების გარეშე, ისინი სწორ არჩევანს ვერ აკეთებენ.

კარგი იქნებოდა, პაციენტს ქონოდა პლასტიკური ბარათი, სადაც სრული ინფორმაციაა მის დაავადებებზე, დიაგნოზებზე და ექიმის დანიშნულებებზე . ამგვარი ბარათები, წამლის ყიდვისასაც გამოსადეგია.

უმთავრესი წამლების სიის ქონა, დაუპატენტებელი წამლების ფართოდ გამოყენება და დირექტივებით ხელმძღვანელობა საფარმაცევტო ხარჯების ოპტიმიზაციას გამოიწვევს, რაც ძალზედ საჭიროა. ექიმების არაინფორმირებულობის შედეგად ჯანდაცვის ხარჯების 50% მიდის წამლებში. ეს 3-ჯერ მეტია ვიდრე ნორმალურ ქვეყნებში. შემდგომ, ეს ფული ჯანდაცვის მომსახურებების გასაუმჯობესებლად უნდა იყოს დახარჯული.

მომსახურება უნდა იყოს უკეთ დაფინანსებული და ხელმისაწვდომი.

ყველაფერ ამაზე ზრუნვა საჭიროა სისტემატური სამუშაოს და ექიმების წვრთნის შემდეგ. უნივერსიტეტის საგანმანათლებო სისტემაც უნდა შეიცვალოს. უნივერსიტეტშიც უნდა ისწავლებოდეს პრობლემის არსის გაგება და მისი ამოხსნის გზები.

2009 წელს, საფარმაცევტო ბაზრის ლიბერალიზაცია მოხდა, რამაც გამოიწვია კომპანიებს შორის კონკურენიის ზრდა. მომსახურების და მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდა. ამჟამად, ზოგიერთი კლინიკა, თვითონ ახდენს წამლების იმპორტირებას. საქართველოს რეგიონებშიც იგივე სიტუაციაა. მაგრამ გამოსავალი უკვე ნათელია და ეს ბაზრის ლიბერალიზაციის და ზრდადი კონკურენციის ნიშანია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group