
ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდი “ეტამი” თბილისში ქსელს აფართოვებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც რადიო „კომერსანტს“ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „ედრესიდან“ აცნობეს, “ეტამის” რიგით მეორე მაღაზია 1 სექტემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება.
მათი განმარტებით, გაფართოება ამ ბრენდზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ განაპირობა, რადგან “ეტამის” გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ითაა მომატებული.
„ედრესში“ შემავალი კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი „გარი ვებერი“ კი დღეიდან მდებარეობას იცვლის. მაღაზია პეკინის 5 ნომრიდან 23 ნომერში გადაინაცვლებს. როგორც „ედრესში“ აცხადებენ, “გარი ვებერის” ახალი მაღაზია უფრო პრეზენტაბელური იქნება და ყველა პროდუქტი ერთ სართულზე იქნება წარმოდგენილი, რაც მომხმარებლებს უფრო გაუადვილებს არჩევანის გაკეთებას.
“გარი ვებერში” წარმოდგენილი ტანსაცმლის საშუალო ფასი 150-200 ლარია.
Related Stories