საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამედიცინო ნარჩენები

ავტორი ელენე ხაჭაპურიძე, ნეტგაზეთი

09/11/2011 13:40 (196 დღე 11:39 minutes ago)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სამედიცინო ნარჩენების 20% სახიფათო მასალად ითვლება და შესაძლოა, ტოქსიკური, ინფექციური ან რადიოაქტიური იყოს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სამედიცინო ნარჩენები პოტენციურად საშიშ მიკროორგანიზმებს შეიცავს, რომლებმაც შესაძლოა პაციენტებისა და სამედიცინო მუშაკების დაინფიცირება გამოიწვიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ბიულეტინში აღწერილია პრობლემის მასშტაბები, მიზეზები და გადაჭრის გზები.

აღნიშნულ პუბლიკაციაში წერია, რომ ყოველწლიურად მსოფლიო ს მასშტაბით, მილიარდამდე ინექცია კეთდება, თუმცა არ ხდება გამოყენებული ნემსებისა და შპრიცების სწორად განკარგვა. სამედიცინო  ნარჩენები საშიშია როგორც პაციენტებისთვის, ისე – ჯანდაცვის მუშაკებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის.

სამედიცინო ნარჩენებს წარმოადგენს სისხლით ან სხვა სითხით დაბინძურებული ნემსები, ტამპონები და ბინტები, სამედიცინო მოწყობილობები, რომლებიც ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, სკალპელები და დანები, გატეხილი თერმომეტრი, კიბოს მკურნალობის შემთხვევაში გამოყენებული ნარკოტიკული ნივთიერებების ნარჩენები და სხვა.

ნარჩენების მთავარ წყაროს წარმოადგენს, საავადმყოფოები და სხვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ობიექტები, ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები, მორგები და გაკვეთის ცენტრები, ცხოველთა კვლევისა და ტესტირების ლაბორატორიები, სისხლის ბანკი და საექთნო სახლები მოხუცთა მომსახურეობისთვის.

მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები დღეში 0,5 კილოგრამ სამედიცინო ნარჩენებს გამოიმუშავებენ, ხოლო დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში 0,2 კილოგრამამდე ნარჩენების გენერირება ხდება, - აღნიშნულია მსოფლიო ს ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოქვეყნებულ მასალაში.

მსოფლიო ს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2000 წელს ინექციების დაბინძურებული შპრიცებით ჩატარებამ 21 მილიონი ბე ჰეპატიტის ინფექციის გავრცელება გამოიწვია,  ცე ჰეპატიტის გავრცელების 2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და 260 000 აივ ინფექცია გავრცელდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია წერს, რომ ინფექციების უმეტესობა შესაძლებელი იყო აგვერიდებინა, თუ დაბინძურებული სამედიცინო მოწყობილებების სწორად განკარგვა მოხდებოდა.

იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა გარკვეულ რეკომენდაციებს აყალიბებს. საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა  ცნობიერების ამაღლება, რათა გააზრებული იქნას, რა საფრთხეებს შეიცავს სამედიცნო ნარჩენები ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზემოქმედების კუთხით. საჭიროა ტრენინგების ჩატარება ამ მიმართულებით და ნარჩენების მართვისა და განკარგვის სისტემების დანერგვა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში წერია, რომ უნდა დაიწყოს ყოვლისმომცვლელლი სისტემის მშენებლობა , რომელიც რესურსები სწორად განკარგვასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს გრძელვადიანი პროცესი პრობლემას თანდათან გამოასწორებს.  უნდა შეირჩეს უსაფრთხო მენეჯმენტი გამოყენებული სამედიცინო მოწყობილობების შეგროვების, დამუშავების და ტრანსპორტირების კუთხით.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group