ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

როგორ დავიკლოთ წონაში უსაფრთხოდ და ეფექტურად

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

21/11/2011 14:11 (184 დღე 10:53 minutes ago)

diet_copy.jpg

მსოფლიო ში ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც დიეტით წონაში დაკლება არ უცდია.  რამდენიმე კილოს დაკლება ყოველთვის მიმზიდველი პერსპექტივაა, ხოლო ამისთვის ყველაზე პოპულარული მეთოდი დიეტის დაცვაა. თუმცა, შედეგი დამოკიდებულია დიეტის სწორად დაცვაზე.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

ოფისში მომუშავე ადამიანებს, უმოძრაობის გამო,  ყველაზე მეტად ემუქრებათ სიმსუქნე. მათ შორის წონაში მომატების რისკი 10 % –ით გაიზარდა.

დიეტოლოგები გვირჩევენ, დიეტის დაწყებამდე, გამოვითვალოთ, თუ რამდენ კალორიას წვავს ჩვენი სხეული ყოველდღე. 500 კალორიის მოკლებით ყოველდღიურ საჭმელზე თქვენ შეგიძლიათ მოიკლოთ დაახლოებით 1 კგ. კვირაში. დიეტლოგების თქმით, დღიურად 1200-ზე ნაკლები კალორიის მიღება აკრძალულია.

თქვენი ყოველდღიური რაციონი არ უნდა იყოს 2300 კკალორიაზე ნაკლები, რათა არ შენელდეს ნივთიერებათა ცვლა და 2500-ზე მეტი, რომ არ მოიმატოთ წონაში. წონაში დაკლების საიდუმლო თქვენს ცხოვრებაში სასარგებლო ცვლილებების შეტანაა.

დიეტის დაწყება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმთან ვიზიტის და გამოკვლევის ჩატარების შემდეგ. შესაძლო პრობლემების გამორიცხვა წონაში დაკლების პროცესის დაწყებისთანავე უნდა მოხდეს. ენდოკრინოლოგები არ გვირჩევენ მკაცრი დიეტის დაცვას. ყველაზე კარგი ეფექტი გრძელვადიანი, სწორი დიეტით მიიღება.

ფიზიკური აქტივობა ერთ–ერთი რჩევაა, რომლებსაც დიეტოლოგები პაციენტებს აძლევენ წონაში დასაკლებად. „ დიეტის დაცვა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა საკვები საერთოდ არ უნდა მიიღოს. ეფექტური და დაბალანსებული საკვები, სწორად დათვლილი კალორია და  თანმიმდევრული რეჟიმი ყველაზე კარგ შედეგს იძლევა,“ გვითხრა ენდოკრინოლოგმა ნინო ესაკიამ.

„ მე მესმის, რომ ზოგჯერ პაციენტებს იმ საკვების შეძენას ურჩევენ, რომლებიც თბილისის სუპერმარკეტებში არ იყიდება, ან ძალიან ძვირი ღირს. დიეტის შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კლიენტის ბიუჯეტს, მოტივაციას, სურვილს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმას აქვს, თუ არა პაციენტს  რაიმე სახის ალერგია,“ ამბობს ესაკია.

„ მთავარია, დიეტამ არ გამოიწვიოს საასიცოცხლო ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში,“ აღნიშნავს ენდოკრინოლოგი ირინა ლომთაძე. „ბალანსი დაცული უნდა იყოს სხვადასხვა საკვებ ჯგუფებს შორის. ხილი და ბოსტნეული საუკეთესო არჩევანია დიეტის დროს,  რადგან ისინი ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას, "აღნიშნა ლომთაძემ.

როგორ დავიკლოთ წონაში ისე, რომ ზიანი არ  მივაყენოთ ჯანმრთელობას? დიეტოლოგების თმით,  წონაში სწრაფად დაკლება ვნებს ორგანიზმს და ასუსტებს მას. შიმშილი და ვიტამინების ნაკლებობა სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს. მაგალითად,  ჩიყვი, კუჭის პათოლოგეიბი, კახექსია,  კანის დაავადებები, უშვილობა.

გარდა ამ დაავადებებისა, არასწორი დიეტის  შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია წონაში დაკლება.  ენდოკრინოლოგები გვაფრთხილებენ , რომ ასეთ შემთხვევებში ადამიანმა შეიძლება, პირიქით, მოიმატოს წონაში.

„ ყველაზე ეფექტურია შემცირებული კალორიები რაც შეიძლება ხარგრძლივი დროის განმავლობაში მივიღოთ, ამით ჩვენ თანდათან დავიკლებთ წონაში და დიდხანს შევინარჩუნებთ მას. წონის სწრაფად დაკლების დროს ხშირად ვითარდება ბულემია,“ ამბობს ლომთაძე. „ წარსულში ძალიან პოპულარული იყო ცილოვანი დიეტები.  საკვებში ცილების შემცველობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახშირწყლებისა და ცხიმების არ მიღებამ შესაძლოა მრავალი პრობლემა გამოიწვიოს, მაგალითად ვიტამინების ნაკლებობა, გულის პათოლოგიები და იმუნური სისტემის დარღვევა,“ გვითხრა ლომთაძემ.

ადამიანები წონაში სხვადასხვა მიზეზების გამო იმატებენ. სწრაფი და არასწორი კვება, ფიზიკური უმოქმედობა წონაში მატების წინაპირობებია. „ ეს ტექნოლოგიების საუკუნეა. ადამიანები ფეხით აღარ დაიდან,  გადასაადგილებლად ისინი ტრასპორტს იყენებენ, იკვებებიან მაღალკალორიული საკვებით. ამიტომაც არის დღეს დიეტის დაცვა ასეთი აქტუალიური მსოფლიო ში და საქართველოშიც,“ ამბნობს ესაკია.

„სიმსუქნე მსოფლიო პრობლემაა. თუმცა, დღეს ხალხი უფრო მეტად ინფორმირებულია იმ საფრთხეების შესახებ, რაც სიმსუქნეს შეიძლება მოყვეს. ადამიანები სიმსუქნეს არამარტო ესთეტიკური მიზეზების გამო, არამედ როგორც დაავადებას, ისე ებრძვიან,“ აღნიშნავს ლომთაძე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group