
ქართულ ბაზარზე შემოსვლა "ზარას" მისმა კონკურენტმა, ასევე ესპანურმა კომპანია „შანამ“ დაასწრო, იუწყება კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„შანაში“ აცხადებენ, რომ მათ „ზარასთან“ შედარებით გაცილებით დაბალი ფასები აქვთ, რის გამოც ცნობილ ბრენდს სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ. მეტიც: როგორც commersant.ge-ს “შანას” ოფიციალური წარმომადგენლობის „შანა ჯორჯიას“ დირექტორმა გრიგორი არზუმიანმა განუცხადა, ისინი იანვარში მეორე ობიექტს ახალ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ გახსნიან, სადაც „ზარას“ პირველი მაღაზია იწყებს მუშაობას.
არზუმიანის თქმით, „შანა“ 20 დღეა რაც რუსთაველის გამზირზე მუშაობს და გაყიდვებით კმაყოფილია. „შანა“ და „ზარა“ ესპანურ კომპანია „ინდიტექსში“ შედიოდნენ, მაგრამ ორიოდე წლის წინ „შანა“ აღნიშნულ ჯგუფს გამოეთიშა, ცალკე დაიწყო მუშაობა და დიდ წარმატებასაც მიაღწია: ორ წელიწადში მთელ მსოფლიო ში 200-მდე მაღაზია გახსნა,“ - აცხადებს არზუმიანი. მისი თქმით, მართალია, „შანას“ პროდუქციის ხარისხი „ზარას“ ხარისხს გარკვეულწილად ჩამოუვარდება, მაგრამ, ფასები კონკურენტთან შედარებით 40-50%-ით ნაკლები აქვს, რაც „შანას“ ქართულ ბაზარზე მომგებიან სიტუაციაში აყენებს.
„როდესაც ჩვენთან მოსული მომხმარებელი ფასებს ეცნობა, გონია, რომ თურქულ ან ჩინურ საქონელს ვყიდით, და როცა იგებენ, რომ ეს ორიგინალური ესპანური პროდუქციაა, ძალიან უკვირთ,“ - აცხადებს არზუმიანი. მისი თქმით, „შანაში“ პროდუქცია 2 ევროდან 200 ევრომდე მერყეობს. მაღაზია მომხმარებელს ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს სთავაზობს.
რაც შეეხება „ზარას“, ბრენდის შემომტანი მეიჯარე კომპანიის, “რითეილ გრუპ ჯორჯიას” საოპერაციო მენეჯერის, ირინე ლეკიშვილის თქმით, „თბილისი მოლში” “ზარას” ოფიციალური წარმომადგენლობის შემოსვლის შემდეგ, ბრენდის არაოფიციალური შემომტანები უნდა გაკონტროლდნენ. მისი თქმით, თუკი ბაზარზე არსებობს მაღაზია სახელწოდებით “ზარა”, საერთაშორისო კანონმდებლობით მას გაუქმება მოუწევს.
“ისეთი მაღაზიების კონტროლი კი, რომლებსაც უბრალოდ შემოაქვთ ბრენდის პროდუქცია და თავიანთ პატარა ბუტიკებში ყიდიან, ძალიან რთული იქნება. უნდა არსებობდეს გარკვეული ტიპის სანქციები, თუმცა რა სანქციებზე შეიძლება საუბარი, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ” – ამბობს ირინე ლეკიშვილი.
შეგახსენებთ: სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი” ოფიციალურად მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გაიხსნება.
კომპანია Inditex-ი 1974 წელს შეიქმნა და ამჟამად ის მსოფლიო ში ტანსაცმლის უმსხვილესი სავაჭრო ოპერატორია. კომპანია ფლობს ბრენდებს: Massimo Dutti, Zara, Zara Home, Bershka, Pull and Bear, Stradivarius, Oysho და Uterque.
Related Stories