
საქართველოში წამყვანი საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ცნობილ ქართველ
დიზაინერთან, ირაკლი ნასიძესთან ერთად ახალ კოლექციაზე მუშაობს.
„ზარაფხანა“ საახალწლოდ თბილისში კიდევ ერთი ახალი მაღაზიის გახსნას
აპირებს. გარდა ამისა, კომპანია 2012 წელს საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში,
დაახლოებით, ხუთი ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამ დროისათვის „ზარაფხანა“ 7 საფირმო მაღაზიას ოპერირებს, აქედან 5 თბილისის ცენტრალურ უბნებშია განლაგებული, ხოლო 2 საქართველოს სხვა ქალაქებში, კერძოდ ქუთაისსა და ბათუმში.
„ ჩვენს ქვეყანაში დიდი პოტენციალია,“ აცხადებს „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი გიორგი გეორბელიძე The FINANCIAL - თან საუბარში. „კომპანიის პოტენციალიდან გამომდინარე ჩვენი კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს ქსელის გაფართოვებას, ხოლო ამის შემდეგ საზღვარგარეთის ბაზრებზეც გავალთ. ეს ალბათ რამდენიმე წელიწადში მოხდება. ჩვენი პროდუქცია მალე ზოგიერთ ევროპულ ქალაქში გამოჩნდება. ჩვენ არ ვგეგმავთ ამ ქალაქებში მაღაზიების გახსნას, თუმცა იქ ოფიციალური დისტრიბუტორები გვეყოლება.“
„საახალწლოდ ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება. მათ შორის „ზარაფხანა“ცნობილ დიზაინერთან, ირაკლი ნასიძესთან ერთად ახალ კოლექციას წარმოგიდგენთ. ეს უპრეცენდენტო პროექტია საქართველოში. ახალი კოლექციის პრეზენტაცია წინასაახალწლოდ იგეგმება. ამ კოლექციამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია,“ ამბობს გეორბელიძე.
"ზარაფხანამ" სტრატეგია შეცვალა და კომპანია ახლა უკვე საზოგადოების ყველა სეგმენტზეა ორიენტირებული. კომპანიამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ახალი პროექტი წარმოადგინა. ყველაფერმა ამან კი მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია.
„დაახლოებით ორი კვირის წინ „ზარაფხანამ“ საკუთარ მომხარებელს საიუველირო სფეროში უპრეცედენტო მომსახურეობა „ახალი ძველის სანაცვლოდ“ შესთავაზა,“ აღნიშნავს გეორბელიძე. „პროექტის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიტანოს მისთვის სასურველი ოქროს ან ვერცხლის ძველი ნაკეთობა, ან ნივთი “ზარაფხანას“ წინასწარ განსაზღვრულ საფირმო მაღაზიებში და გადაცვალოს სასურველი ნაკეთობაზე. პროექტი ძალიან წარმატებული გამოდგა. მარტო უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში 1,000 – მა ადამიანმა გამოიყენა ეს ახალი სერვისი.“
„ზარაფხანას“ საქართველოს საიუველირო ბაზრის 10 % უკავია. კომპანიას ქვეყანაში ყველაზე დიდი ქსელი აქვს.
„ ჩვენ ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს, რადგან ჩვენი მომსახურება ნამდვილად გამორჩეულია ყველასგან. „ზარაფხანა“ მთელ ბაზარს უწევს კონკურენციას. ჩვენსა და სხვა კომპანიებს შორის ფასებს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ ჩვენთან არსებული მაღალი ფასები შეესაბამება ნაკეთობის მასალისა და დიზანის ხარისხს. სამკაულის შეხედვისთანავე ყველა ხვდება, რომ ის „ზარაფხანაშია“ დამზადებული. ასეთი ცნობადობა მხოლოდ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებს აქვთ, “ ამბობს გენერალური დირექტორი.
კომპანიის განცხადებით, "ზარაფხანაში" ფასები ნაკეთობებზე 50 ლარიდან – 20,000 ლარამდეა. უფრო ხშირად დაბალ და საშუალო სეგმენტზე გათვლილი სამკაულები იყიდება, თუმცა იყიდება ასევე მაღალ სეგმენტზე გათვლილი პროდუქციაც.
ზარაფხანა დაბალი ფასების შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა მსოფლიო ს ტენდენციების თანახმად, კომპანია ახალ ფასებს წელიწადში ოთხჯერ ადგენს.
„ მსოფლიო ს ოქროს ბაზარზე ფასები ყოველდღიურად იზრდება,“ გვითხრა გეორბელიძემ. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასები დღეში ორჯერ იცვლება. 2011 წელს ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენთან დაახლოებით 30% – ით გაიზარდა, თუმცა უფრო მეტად გაიზრდება 2012 წლისთვის. თუ დღეს ერთი უნცია ოქროს ფასი 1,750 დოლარია, მოსალოდნელია რომ მისი ფასმა 2012 წლის პირველ კვარტლის ბოლოს თავის მაქსიმუმს მიაღწიოს და 2,000 დოლარი გახდეს.“
„ზარაფხანაში“ ერთ–ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი პროდუქცია საქორწინო ბეჭდებია. დღეს უფრო მეტი წყვილი ირჩევს ტრადიციულისგან განსხავებულ ორიგინალურ დიზაინს. ასევე ძალიან პოპულარულია საქორწინო ბეჭდებზე წარწერების გაკეთებაც. ბეჭდებზე წარწერის გაკეთება არამახოლოდ ლათინურ, არამედ უკვე ქართულ ენაზეც შეგვიძლია," თქვა გეორბელიძემ.
კომპანიის
გაყიდვების
ზრდამ, 2011 წლის 10 თვის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 8 % შეადგინა. მნიშვნელოვანი სიახლეების გამო,
ზარაფხანა 2011 წლის ბოლოსთვის 12 % იან ზრდას გეგმავს, ხოლო 2012 წელს 15%იან
ზრდას, 2011 წელთან შედარებით.
Related Stories