შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

სიღნაღში დაქორწინების სურვილს სულ უფრო მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გამოთქვამს

22/11/2011 15:11 (183 დღე 09:55 minutes ago)

wedding_copy.jpg

ქალაქ სიღნაღის ქორწინების სახლში 2011 წლის 1 იანვრიდან დღემდე  437 ქორწინება დარეგისტრირდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სამსახური პოპულარობით სარგებლობს მაშინაც კი, როდესაც მექორწინეთა შორის ერთ-ერთი უცხოელია – ამ დრომდე 52 ასეთი წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა და იმ შემთხვევაშიც, როცა  დაქორწინების მსურველებიდან ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა – მიმდინარე წელს, სიღნაღში  16 ასეთი წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა.

„სიყვარულის ქალაქში“ დაქორწინების სურვილი გამოთქვეს: ისრაელის, კანადის, აშშ–ს, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, პოლონეთის, საბერძნეთის, რუსეთის, (ყველაზე მეტი წყვილი) უკრაინის, ბელორუსიის, ლატვიის, ესტონეთის,  ტონგას, სუდანის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გამარტივებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქორწინების რეგისტრაციის პროცედურები.

აღნიშნული ქორწინების სახლი 2007 წელს გაიხსნა. სამსახურის პოპულარობა მუშაობის 24-საათიანი რეჟიმზე გადასვლამ განაპირობა. ცნობისთვის,  სიღნაღში ერთ–ერთი წყვილის ქორწინება 06.00 საათზე დარეგისტრირდა.

ინფორმაციისთვის, ქორწინების რეგისტრაციის მსურველი წყვილი სამსახურს სტუმრობამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე უნდა დაუკავშირდეს ტელეფონის ნომერზე -  595 24 77 77 და წყვილმა ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა საბუთი უნდა წარადგინოს.

სიღნაღში ქორწინების რეგისტრაციის მომსახურების საფასური 50 ლარს შეადგენს. სიღნაღში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარე ქორწინების სახლის რეკონსტრუქცია ქალაქის განვითარების გეგმის ნაწილი იყო. ქორწინების სახლის შენობა მე-19 საუკუნის I ნახევარშია აგებული და ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group