საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებები თანამედროვე სამყაროში

28/11/2011 15:46 (177 დღე 09:22 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ოფთალმოლოგების თქმით,  კავკასიელ ხალხებს, მათ შორის ქართველებს სხვებთან შედარებით, ერთ თვალში უკეთესი მხედველობა აქვთ, ვიდრე მეორეში. მშრალი თვალის სინდრომი და ახლომხედველობა თვალის ყველაზე ხშირი დაავადებებია საქართველოში და მსოფლიო ში.

 

„ გენეტიკის გარდა, ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხშირად თანამედროვე ცხოვრების სტილი ა,“ ამბობს ოფთალმოლოგი მაია ბერაია The FINANCIAL - თან საუბარში. „კომპიუტერის ეკრანთან ხშირი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობა თვალის პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზია. მაშინ როდესაც  ახლომხედველობა ადრე ძირითადად 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში იჩენდა თავს, ახლა ასაკი გაახალგაზრდავდა და თვალის პრობლემები 30 წლის ასაკის შემდეგ ეწყებათ. თუ მშრალი თვალის სიდრომს ყურადღებას არ მიაქცევთ, ის შეიძლება შემდეგ ქრონიკულ კონიუქტივიტში გადაიზარდოს.“

კონიუქტივიტის სიმპტომებია თვალის სიწითლე, შეშუპება, ცრემლის დენა და თვალის სხვა პრობლემები. დაავადებას მანამდე უნდა ვუმკურნალოთ, სანამ ის ქრონიკული გახდება. ამ დაავადების სამკურნალოდ სპეციალური ვიტამინის კომპლექსები არსებობს.

„სამედიცინო გამოკვლევის მიხედვით, კომპიუტერის მონიტორთან მუშაობისას ადამიანი ჩვეულებრივზე იშვიათად ახამხამებს თვალებს. შედეგად ყალიბდება მშრალი თვალის სინდრომი. მშრალი თვალის სინდრომის სამკურნალოდ უმეტესად ხელოვნური ცრემლის პრეპარატებს იყენებენ."

საქართველოში ადამიანები ხშირად  სათვალის არჩევის დროს, კონსულტაციისათვის ოფთალმოლოგებს  არ მიმართავენ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან არასწორად შერჩეულმა სათვალემ შემდგომში შეიძლება მხედველობის გაუარესება გამოიწვიოს. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს კომპიუტერისაგან დამცავ სათვალეს, თუმცა დღეს ამის საჭიროება აღარ არის.

„თანამედროვე მონიტორების არსებობის გამო, კომპიუტერისგან დამცავი სათვალე თანდათან აქტუალობას კარგავს. მონიტორებს ისეთივე დამცავი შუშა აქვს, როგორც დამცავ სათვალეს,“ აღნიშნავს ბერაია. „მაგრამ იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც თვალის პრობლემები აწუხებს და ესაჭიროებათ სათვალე, აუცილებელია რომ მაღალი ხარისხის სათვალე გამოიყენონ. არ აქვს მნიშვნელობა სათვალე მინისგან იქნება დამზადებული, თუ პლასტიკისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია. დაბალი ხარისხის მქონე მინის, თუ პლასტიკის სათვალეები დამატებით პრობლემებს გამოიწვევს.“

„ მე ყველას ვურჩევ, დაბალი ხარისხის სათვალის ნაცვლად, საერთოდ არ გამოიყენოს სათვალე. „ თუ თქვენ დაბალი ხარისხის მინის სათვალეს დიდი ხნის განმავლლობაში გამოიყენებთ, ამან შესაძლოა კონიუქტივიტი გამოიწვიოს," გვითხრა ბერაიამ.

 

ბერაიას თქმით, აუცილებელია თვალის ჰიგიენის დაცვა. აკრძალულია ხელის თითებით თვალის შეხება. თვალების ინფექციას ასევე იწვევს ოთახის მტვერი,  შენობა სადაც იმყოფებით აუცილებელია, რომ რეგულარულად დასუფთავდეს. თვალებს აზიანებს მწოლიარე მდგომარეობაში კითხვა, ან ტელევიზორის ყურება. კითხვის, ან წერის დროს შუქი უკანა მხრიდან უნდა ეცემოდეს.

 

მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ოფთალმოლოგთან ყოველწლიურად გაიაროთ კონსულტაცია. ოფთალმოლოგების თქმით, რაც მთავარია, არ უნდა მოხდეს თვითმკურნალობა და სათვალის თვითნებურად არჩევა, ამისთვის სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group