
"ზარაფხანამ" საიუველირო სფეროში ნიჭიერი სახეების გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" საიუველირო კომპანიიდან "ზარაფხანა" აცნობეს, საიუველირო ნაწარმის დიზაინის შექმნასთან დაკავშირებით, "ზარაფხანას" მიერ ეროვნული პროექტების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული მაია შაიშმელაშვილი გახდა. ფულადი ჯილდოს მიღების გარდა, გამარჯვებული იმუშავებს კომპანია "ზარაფხანასთან" ერთად ახალი კოლექციის შექმნაზე, რომელიც 2012 წელს გამოვა.
კომპანია "ზარაფხანას" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 55-მა მონაწილემ გაიარა. ჟიურის წინაშე წარდგენილი იყო 34 ნამუშევარი. კონკურსის მონაწილეებს უნდა შეექმნათ თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, ყველა ასაკის მანდილოსნისათვის მისაღები სამკაულების (ბეჭედი, საყურე და გულსაკიდი) ესკიზები. მონაწილეებს ჰქონდათ უფლება ემუშავათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ კომპანია "ზარაფხანას" მენეჯმენტის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ცენტრის დირექტორი და თბილისის სამხატვრო აკადემიის შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელი. საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის კონკურსების ჩატარებას.
ხვალ კი კომპანია "ზარაფხანას" საფირმო მაღაზიაში კონკურსის შედეგებზე პრესკონფერენცია გაიმართება. მასმედიის წარმომადგენლები გამარჯვებული ესკიზის ავტორს და შერჩეულ ნამუშევარს გაეცნობიან.
Related Stories