შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისში “რეფლაის” მაღაზია 15 დეკემბერს გაიხსნება

06/12/2011 11:38 (169 დღე 13:33 minutes ago)

jeans.jpg

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ჯინსის იტალიური ბრენდის, “რეფლაის” მაღაზია15 დეკემბერს გაიხსნება. ახალი ბრენდი საქართველოში “ნოვო ჯგუფს” შემოჰყავს, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, გიორგი რუსოს განცხადებით, მაღაზია მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე იქნება გათვლილი და მას პირდაპირი კონკურენტი არ ეყოლება. “ეს არის პრემიუმ კლასის ბრენდი, სადაც ჯინსის შარვლის ფასი დაახლოებით 250 ლარიდან იწყება. ჩვენ კოლექციას პირდაპირ ევროპიდან ჩამოვიტანთ. ეს არ იქნება თურქეთში შეკერილი ტანსაცმელი. რასაც საიტზე ნახავთ, ზუსტად ის კოლექცია შემოვა ქართულ ბაზარზეც,” – განაცხადა რუსომ.

მისი თქმით, “რეფლაის” მაღაზია სხვა მაღაზიებისგან იმითაც იქნება განსხვავებული, რომ აქ ტანსაცმელი ე.წ. “შოურუმის” ფორმატით იქნება წარმოდგენილი.  “აქ იქნება მაღალი დონის მომსახურება. “რეფლაი” იმდენად ძვირიანი ბრენდია, რომ საქართველოში კონკურენტი ჯერ არ ჰყავს, თუმცა შეიძლება რაღაც სეგმენტში მას კონკურენცია “დიზელმა” გაუწიოს” – განაცხადა გიორგი რუსომ.

მისი თქმით, “ნოვო ჯგუფი” მომავალი წლისთვის კიდევ ბევრი ახალი ბრენდის შემოყვანას აპირებს, თუმცა კონკრეტულად რომელი მაღაზიები გაიხსნება საქართველოში, არ აკონკრეტებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group