საატესტატო გამოცდები გრძელდება


Thursday, May 24, 2012
News Making Money

თბილისის მაღაზიების ნაწილს „შოპინგ ფესტივალში“ მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვეტია

09/12/2011 18:05 (166 დღე 07:06 minutes ago)

shopping.jpg

რადიო კომერსანტის ცნობით, თბილისის მაღაზიების ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას “თბილისის შოპინგ ფესტივალში”.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პეკინზე მდებარე მაღაზია “OVS industry” ფასდაკლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სათაო ოფისისგან ელოდება. კომპანიის მენეჯერის თანაშემწე, ირმა კვირკველია commersant.ge–სთან საუბრისას ამბობს, რომ მათთან 50%–მდე ფასდაკლება უკვე არის, თუმცა “შოპინგ ფესტივალში” მონაწილეობა და პროდუქციაზე ფასის კიდევ მეტად დაკლება სათაო ოფისის გადასაწყვეტია.

პასუხის მოლოდინშია მაღაზიები “კაშ–კაში”, “მისაკო”, “ბატა”, “ჯეოქსი” და “ოკაიდი”. მათმა წარმომადგენლებმა ქართული ფესტივალის შესახებ უკვე შეატყობინეს კომპანიის დირექციას, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა ისინი “თბილისის შოპინგ ფესტივალში”.

მაღაზია “კაშ–კაშში” ზამთრის კოლექციაზე უკვე არის 20–დან 50%–მდე ფასდაკლება, “მისაკოში” კი, პროდუქციის შეძენა მომხმარებელს 20%–ით უფრო იაფად შეუძლია.

მსოფლიო ბრენდების მეორე ნაწილი შოფინგ–ფესტივალის ფარგლებში შეთავაზებების შესახებ უკვე საუბრობს. „მექსი“ მომხმარებელს ყოველ მეორე შენაძენზე 50%–იან ფასდაკლებას შესთავაზებს. ფასდაკლება როგორც საშემოდგომო ისე ზამთრის ახალ კოლექციაზე ამოქმედდება. „მექსის“ მაღაზია პეკინზე მდებარეობს, ხოლო ფასები 40–დან 700 ლარამდეა. „ბენეტონის“ ბრენდიც ფესტივალის ფარგლებში ყოველ მეორე შენაძენზე 50%–იან ფასდაკლებას აცხადებს. თბილისში ბენეტონს 2 მაღაზი აქვს, სადაც ფასები 19–დან 500 ლარამდე მერყეობს.

შეგახსენებთ: თბილისის მერიის ორგანიზებით, 9-11 დეკემბერს საქართველოში პირველი შოპინგ ფესტივალი გაიმართება. როგორც მერიის ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალის განმავლობაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრებში, მაღაზიებში, რესტორნებსა და კაფე–ბარებში, ასევე სხვადასხვა  კომერციული ობიექტებში, ფასდაკლებებით ისარგებლოს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group