IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

Benetton-ი და Zara შესაძლოა გაერთიანდნენ

01/02/2012 17:58 (112 დღე 07:15 minutes ago)

benetton_copy.jpg

ბენეტონების ოჯახი Benetton-ის ჯგუფის მინორიტარებისგან აქციების გამოსყიდვას გეგმავს, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტანსაცმლისა და აქსესუარების გლობალური მწარმოებელი აქციების განთავსების 26-წლიანი ისტორიის შემდეგ ბირჟის დატოვებას გეგმავს. ეს ინფორმაციები ვრცელდება იმ ცნობების ფონზე, რომელთა თანახმადაც კომპანიის ხელმძღვანელობა ესპანურ რითეილ Inditex-თან შერწყმის შესაძლებლობას განიხილავს. ამ უკანასკნელს ცნობილი ბრენდი Zara ეკუთვნის.

იტალიური Benetton-ის მფლობელების განცხადებით, 2011 წლის მოგება შესაძლოა 30%-ით შემცირდეს მცირე მოთხოვნისა და ვალების მომსახურების გამო. ახლა კომპანიის საბაზო ღირებულება 680 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ წელს ჯგუფის ამონაგები 1,1%-ით შემცირდა და 2,031 მილიარდი ევრო შეადგინა, სუფთა მოგებამ კი 70 მილიონს მიაღწია.  Benetton-ში ასევე არ გამორიცხავენ შეკვეთების კლებას 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე.შარშან ტანსაცმლის ვაჭრობა ნედლეულის გაძვირებამ და მოთხოვნის შემცირებამ დააზარალა.

ექსპერტების შეფასებით, ტანსაცმლის ორი უმსხვილესი გლობალური მწარმოებლის მდგომარეობა განსხვავებულია - თუ Benetton-ს წლის მაჩვენებლებით 30%-იანი ვარდნა აქვს, Zara-მ იმავე პერიოდში გაიმყარა პოზიციები როგორც ესპანურ, ისე მსოფლიო ბაზარზე.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიების გაერთიანებები ხშირი მოვლენა არ არის. ბოლოს ასეთი გარიგება გასულ წელს ამერიკულ VF-სა და Timberland-ს შორის შედგა. პირველი მათგანი ცნობილია ბრენდებით Wrangler, Lee Jeans, The North Face და სხვა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group