
1 იანრიდან 25 იანვრამდე საქართველოში 3,470 ბავშვი დაიბადა. საქართველოს
სამოქალაქო რეესტრის მიხედვით, დაბადებულთა შორის 1,806 ვაჟია, ხოლო 1,664 -
გოგონა. ახალშობილ ვაჟთა რაოდენობა 142 – ით მეტია ახალშობილ გოგონათა
რაოდენობაზე.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამ პერიოდში დაბადებულ გოგონათა შორის ყველაზე პოპულარული სახელი ბარბარე იყო. სულ 121 გოგონას დაარქვეს ბარბარე, 112 ს – ნინო , 108ს – ელენე, 104ს – მარიამი, 98ს – ანასტასია. ბიჭებისათვის ყველაზე პოპულარული სახელი გიორგი იყო. სულ 131 ვაჟს დაარქვეს სახელი გიორგი. 108ს – ლუკა, 105ს – ნიკოლოზი, 103ს– საბა და 97ს– ანდრია.
სამოქალაქო რეესტირს მიხედვით, 1 – დან 25 იანვრამდე საქართველოში 1,995 ქორწინება დარეგისტრირდა, ამ პერიოდის განმავლობაში 10 უცხოელი წყვილი დაქორწინდა.
91 – მა უცხოელმა მამაკაცმა იქორწინა ქართველ ქალზე და 94 ქართველმა მამაკაცმა იქორწინა უცხოელ ქალზე.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 2011 წელს 13 432 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. ქვეყანაში ქორწინება ძირითადად 20–25 წლამდე ასაკში ხდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკით 2011 წლის ბოლოს საქართველოში განქორწინების 3,757 ფაქტი დაფიქსირდა. ეს ციფრი წლის ბოლომდე უფრო გაიზარდა. 2010 წელს ჩვენს ქვეყანაში განქორწინების 4,721 შემთხვევა აღინიშნა, ხოლო 2009 წელს 4,030 – განქორწინება.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში განქორწინებების რიცხვი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ადვოკატები წყვილებს საქორწინო კონტრაქტის დადებას ურჩევენ, მომავალში განქორწინების შემთხვევაში, ქონების გაყოფასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. საქართველოში უმეტესად 20 წლის ქვემოთ ასაკის წყვილებს შორის ხდება განქორწინება.
Related Stories