საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე Der Standard-თან ინტერვიუში
რუსეთთან ურთიერთობებზე, ქართულ შეთქმულებებზე და მაფიის გადატრიალების
გეგმებზე საუბრობს
გასულ კვირას მომხდარი აფეთქებები ბალყარეთში, არასტაბილურობა აფხაზეთში,
საქართველო გარშემორტყმულია კონფლიქტური სიტუაციებით?
- დიახ, რეგიონში სიტუაცია უარესდება. ეს ყველაფერი კი რუსეთის არაგონივრული პოლიტიკის ბრალია, რომელსაც პრობლემების გადაწყვეტა არ შეუძლია. ამის ნაცვლად, იქ ათასობით ადამიანს კლავენ: ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებს, რაც ხელს აძლევს ფუნდამენტალისტებს. საქართველოს ეს უშუალოდ არ ეხება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ჩვენს მეზობლად ჩრდილოეთში მუსულმანური ხალიფატი. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს ეკონომიკაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტის სფეროში და კულტურაში. გვსურს რომ რუსეთი იყოს სტაბილური, მაგრამ ამისთვის მან ცივილიზებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.
რაც შეეხება ცივილიზებულ პოლიტიკა ს: საქართველოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შალვა ნათელაშვილმა, გასულ კვირას Standard-თან ინტერვიუში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილ ს სერიოზული ბრალდებები წაუყენა. ის ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი დაკავშირებულია 2005 წელს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ფაქტთან.
- ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა ისეთ პოლიტიკოსებთან საუბარი, რომლებიც მეტ სიმწიფეს ავლენენ. ამ ადამიანს მხოლოდ ყურადღების მიპყრობა სურს. ის სასაცილო განცხადებებს აკეთებს ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა სასაცილო არ არის. პრემიერ-მინისტრი ჟვანია ჩემი საუკეთესო მეგობარი და პოლიტიკური დამრიგებელი იყო. ამ საქმეს ორი მხარე იძიებს: ქართული და ამერიკული გამოძიების ფედერალური ბიურო. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერავინ იტყვის დანამდვილებით რა მოხდა.
ამ წლის მარტში ვენაში ქართველ მაფიოზთა ჯგუფი ამხილეს, რომლებიც იმავდროულად თითქოს ვენიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილ ის დამხობას გეგმავდნენ.
- ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საუკეთესო კომპლიმენტია. მისი ქმედებებით მაფია ისე გაპარტახდა, რომ მისი დამხობა სურს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ეფექტურად ვებრძვით მაფიას, კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მაფიას ავსტრიის ხელისუფლებაც არ ინდობს, მაგრამ რუსეთში ისინი თავს თავისუფლად გრძნობენ.
თუმცა, იმავდროულად არსებობდა ბრალდებები იმის თაობაზეც, თითქოს ამ გეგმებში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
- საერთაშორისო სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობაში ჩვენ აღარ გვაქვს მაფიოზური სტრუქტურები. ბუნებრივია, ყოველთვის შეიძლება გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ რადიკალურ ჯგუფებს მთავრობის დასამხობად. მსგავსი ფაქტის გამორიცხვა დარწმუნებით არ შეიძლება. თქვენ მსგავს რამეს სადმე გამორიცხავთ?
Related Stories