ბოლო დროს, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ იქ
ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, რომელშიც რუსეთის
ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი დამარცხდა, ეს აჯანყებული რეგიონი საპროტესტო
გამოსვლებმა მოიცვა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კოლუმბიის უნივერსიტეტის პოსტ-საბჭოთა დემოკრატიების ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა სამხრეთ ოსეთის სადაო არჩევნებთან დაკავშირებულ WPR-ის შეკითხვებს ელექტრონული ფოსტით უპასუხა.
რა არის ის უშულო ფონი, რომელზეც სამხრეთ ოსეთის პოსტ-საარჩევნო კრიზისი განვითარდა?
სამხრეთ ოსეთი პატარა რესპუბლიკაა, რომელსაც რუსეთი დამოუკიდებელ ერთეულად, ხოლო მსოფლიო ს დიდი ნაწილი, მათ შორის ევროპა და შეერთებული შტატები საქართველოს ნაწილად აღიარებს. სინამდვილეში ის მთლიანად რუსეთის მიერ იმართება; მის უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს და რუსულ ფულზეა დამოკიდებული. ამ კონტექსტში, ის ფაქტი, რომ რუსეთის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კამპანიის მოგება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმის ვარაუდს აჩენს, რომ რუსეთს არ შეუძლია ეფექტურად დაამკვიდროს კონტროლი ისეთ ადგილებშიც კი, როგორიც სამხრეთ ოსეთია, რომელიც ძალიან იოლად შეიძლება აღიწეროს, როგორც რუსეთის კლიენტი.
როგორ ახასიათებს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკა ს და იქ რუსეთის გავლენას ეს არჩევნები და პოსტ-საარჩევნო კრიზისი?
ბოლოდროინდელი მოვლენები სამხრეთ ოსეთში იმას ცხადყოფს, რომ ისეთ ადგილებშიც კი, სადაც რუსეთის გავლენა უზარმაზარია, პოლიტიკური სიტუაცია არასდროს მკაფიო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე სამხრეთ ოსეთი უმალ საქართველოს კონტროლს დაუბრუნდებოდა, ამ რეგიონის მოსახლეობა არაკომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც რუსეთი ასეთი დიდი დოზით ერევა მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათ პოლიტიკურ ბედს მოსკოვი განსაზღვრავს.
თუმცა, ჩემი რჩევაა, ამ სადაო არჩევნების უკან ძალიან ბევრის ამოკითხვას ნუ შევეცდებით. შესაძლოა სამხრეთ ოსეთს არ სურდეს ის, რომ რუსეთი აკონტროლებდეს ყველაფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რუსეთის არმიის გაძევება, რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა ან საქართველოსთან კავშირების განმტკიცება უნდა. ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობა რუსეთს და სამხრეთ ოსეთს შორის რთულია და მათ ზოგიერთ საკითხზე მკაფიოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საინტერესოა, რომ ეს იმის ვარაუდსაც აჩენს, რომ შეიძლება არსებობდეს სივრცე დასავლური სახელმწიფოებისთვის, რომ ისინი შეეცადონ სამხრეთ ოსეთის ხალხთან დაკავშირებას და მათ გამოყვანას იზოლაციიდან და მოსკოვზე დამოკიდებულებისგან.
როგორია სამხრეთ ოსეთის არჩევნების და პოსტ-საარჩევნო სიტუაციის უფრო ფართო რეგიონალური შედეგები?
პირველ რიგში, ის ხაზს უსვამს იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხს და შესაძლოა აფხაზეთსაც რუსეთთან არაერთგვაროვანი ურთიერთობა აქვთ. ისინი მადლიერნი არიან რუსეთის მხარდაჭერის, მაგრამ ღიზიანდებიან როდესაც მოსკოვის მიდგომა ძალიან ხისტია. მეორეც, ეს იმის ნიშანია, რომ საჭიროა გავიგოთ ის, თუ რა ხდება ამ სადაო ტერიტორიების შიგნით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დასავლეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს უყურებდა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, და შესაბამისად, იმას თუ რას ფიქრობდა ამ რეგიონების მოსახლეობა, თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამას მოჰყვა ის, რომ დასავლეთის პოლიტიკა არ ითვალისიწნებდა ამ სადაო რეგიონებთან არათუ ურთიერთობას, არამედ რაიმე არსებით დიალოგსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მართლაც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობს (და ასეთია დასავლეთის დედაქალაქების უმრავლესობის ხედვა), მიდგომა, რომ შესაბამისად არ არის საჭირო ფიქრი იმაზე, თუ რა ხდება ამ ტერიტორიების შიგნით, ძალიან კონტრპროდუქტიულია.
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება
საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის http://foreignpress.ge მიერ.
Related Stories