2011 წლის განმავლობაში ,,კონსტანტას” აქტივები 77 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ლიტვა და ესტონეთი ტარიფების შემცირებას ცდილობენ

30/07/2010 14:29 (557 დღე 17:52 minutes ago)

„გაზპრომმა,“ შესაძლოა, ბალტიისპირეთში გაზის ტრანსპორტირების აქტივები დაკარგოს, რადგან ეს ქვეყნები ცდილობენ კონკურენციის შექმნას საკუთარ ბაზრებზე და გაზზე ფასების შემცირებას, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ესტონეთი უკვე მუშაობს კანონპროექტზე გაზის ნაციონალური კომპანიის Eesti Gaas–ის გაყოფის შესახებ, რომლის 47%–იც „გაზპრომსა“ და „იტერას“ ეკუთვნის. გეგმის მიხედვით, კომპანია გაზის სატრანსპორტო და სავაჭრო სეგმენტებად დანაწილდება. ანალოგიური ნაბიჯისთვის ემზადება ლიტვაც, რომლის გაზის სატრანსპორტო სისტემის ნაწილს ასევე ფლობს რუსული კონცერნი.

ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტი, რომელიც 2009 წელს იქნა მიღებული, მილსადენების გასხვისების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს. მათ შორისაა ნაციონალიზაცია და დამოუკიდებელი ოპერატორის შექმნა გაზსადენების მართვის მიზნით.
 Eesti Gaas–ი ესტონეთში გაზის განაწილებისა და ტრანსპორტირების, ასევე რუსული გაზის ესტონეთში გაყიდვის მონოპოლისტია.

რაც შეეხება ლიტვას, როგორც აღვნიშნეთ, მისი მთავრობა გაზის ნაციონალური კონცერნის, Lietuvos–ის გაყოფას ანალოგიური სქემით აპირებს. კონცერნისგან 2012 წლის მარტამდე ორი საწარმო შეიქმნება. ინფორმაციისთვის: Lietuvos–ის 37%–ის მფლობელი „გაზპრომია,“ 17,7% კი ლიტვის მთავრობას ეკუთვნის.

ამჟამად ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსულ გაზში ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მაღალ ფასს იხდიან. კერძოდ, პირველ კვარტალში ესტონეთი ათას კუბურ მეტრ საწვავში 318,1 დოლარს იხდიდა, და ეს იმ დროს, როცა „გაზპრომი“ ევროპაში გაზს საშუალოდ 265–270 დოლარად ყიდის. ლიტვაში ბუნებრივი გაზის ფასი დასავლეთ ევროპის ტარიფებს 100–150 დოლარით აღემატება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 15:52 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group