| ირანის განცხადებით, ის მზად არის, დაიწყოს მოლაპარაკება საწვავის გაცვლის საკითხზე |
|
30/07/2010 17:20 (558 დღე 01:42 minutes ago) | ||||||||||||
|
ირანი მზად არის, რამდენიმე დღეში დაიწყოს ბირთვული საწღვავის გაცვლაზე მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან და საფრანგეთთან.
ამ შინაარსის განცხადება, საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ირანის ატომური უწყების ხელმძღვანელმა, ალი აკბარ სალეჰიმ გააკეთა. მანამდე გავრცელდა დასავლელი ოფიციალური პირების განცხადება, რომ მოელიან ირანთან მოლაპარაკების სექტებერში დაწყებას და მოითხოვენ, რომ საუბარი ბირთვული პროგრამის საკითხებზე იყოს ფოკუსირებული. მოლაპარაკება წელს შეწყდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა და ბრაზილიამ იშუამავლეს ირანთან ბირთვული საწვავის გაცვლაზე შესათანხმებლად. მაგრამ ეს შეთანხმება არ ითვალისწინებდა ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტას.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


