| მექსიკის ყურეში ჩაღვრილმა ნავთობმა 5 მილიონ ბარელს მიაღწია |
|
03/08/2010 12:06 (554 დღე 05:26 minutes ago) | ||||||||||||
|
მექსიკის ყურეში ბიპის დაზიანებული მილსადენიდან ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობამ თითქმის 5 მილიონ ბარელს მიაღწია.
ამის შესახებ ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა. ჯერჯერობით ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოების შედეგად მხოლოდ 800 000 ბარელი ნავთობის შეჩერება და გადაქაჩვა გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა ამ ტიპის უმსხვილეს შემთხვევად ითვლება. წინა შემთხვევაც მექსიკის ყურეში მოხდა. მაშინ, 1979 წელს, ზღვაში 3 მილიონ 300 000 ბარელი ნავთი ჩაიღვარა.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



