მრიცხველის გამოცვლის საფასურის გადახდას კომპანია მომხმარებლისგან ითხოვს
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
”ყაზტრანსგაზი” მარეგულირებლის დადგენილებას არ ემორჩილება. საქმე დაზიანებული მრიცხველების გამოცვლის აქციას ეხება, რომელიც კომპანიამ გუშინ გამოაცხადა და რომლის მიხედვით დაზიანებული მრიცხველის გამოცვლის მსურველმა აბონენტმა კომპანიას უნდა მიმართოს და მრიცხველის გამოცვლის საფასური თავად გადაიხადოს.
გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით კი „სემეკის“ მიერ დამტკიცებულ “გაზის მოხმარების წესებში” მითითებულია, რომ მრიცხველი დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოცვალოს, ანუ ამ შემთხვევაში “ყაზტრნანსგაზმა”, ვინაიდან გახარჯული გაზის მოცულობის ზუსტი აღრიცხვა კომპანიის ინტერესებშია. ამასთან, კომპანიის მხრიდან მრიცხველის გამოცვლისთვის მომხმარებელზე ზეწოლა დაუშვებელია. ექსპერტების განცხადებით კი, იძულების ფაქტები წინა ანალოგიური აქციის ფარგლებში მრავლად ფიქსირდებოდა და მას ამჟამადაც არ გამორიცხავენ.
ენერგოომბუდსმენის განმარტებით კი, “სემეკის" მიერ დამტკიცებულ "გაზის მოხმარების წესებში" გარდამავალი რეგულირების მუხლი არსებობს, რომელიც საშუალებას აძლევს "ყაზტრანსგაზს" 2010 წლის ბოლომდე მსურველებს დაზიანებული მრიცხველის შეცვლა შესთავაზოს და აბობენტისგანვე მრიცხველის საფასურის გადახდა მოითხოვოს.
Related Stories