მსოფლიო ში სა ავტომობილ ო წარმოების სწრაფი აღდგენის ფონზე აშშ–ის
ხელისუფლებამ დარგისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ახალი ინიციატივით Ford Motor–ი ისარგებლებს, რომელიც ერთადერთია ავტოგიგანტების „დიდ სამეულში,“ რომელსაც სახელმწიფო დახმარება არ მიუღია.
გუშინ ჩიკაგოში, კომპანიის ერთ–ერთ ქარხანაში სტუმრობისას აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა მ განაცხადა, რომ სჯერა ამერიკული ავტოწარმოების ნათელი მომავლის, ხოლო ეს მომავალი რომ სწრაფად დადგეს, მან „ფორდისთვის“ სახელმწიფო დახმარების პროგრამა წარმოადგინა.
კერძოდ, კომპანია ხელისუფლებისგან 250 მილიონი დოლარის კრედიტზე გარანტიას მიიღებს. მთავრობის დახმარებით მიზიდული სახსრები ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოეთში „ფორდის“ პოზიციების გამყარებას მოხმარდება.
ამ თანხებით „ფორდი“ 200 ათასზე მეტი ავტომობილ ის ექსპორტს დააფინანსებს, რისი საერთო ღირებულებაც 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2010 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში „დეტროიტის სამეულის“ (Ford–ი, GM–ი და Chrysler–ი) წარმომადგენლებმა საკუთარი პროდუქციის ექსპორტი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 57%–ით გაზარდეს.
Related Stories