სილქნეტის სოციალური პროექტი „საშინაო სკოლა“ სილქტივი მომხმარებლებისთვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

თურქმენული გაზი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში

ავტორი რევაზ საყევარიშვილი, რადიო თავისუფლება

13/08/2010 15:12 (543 დღე 17:19 minutes ago)

თურქმენეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საკუთარი ნავთობის გატარება დაიწყო.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

თურქმენული ნავთობის ამ მილსადენით გატარებასთან დაკავშირებით შეთანხმება ივლისში გაფორმდა და აგვისტოში უკვე მისი რეალიზაცია დაიწყო. ამ ეტაპზე დღე-ღამის განმავლობაში ნავთობსადენი 800 ათას ბარელ ნავთობს ატარებს, საიდანაც 4-5% სწორედ თურქმენულ ნავთობზე მოდის და, შესაძლოა, მისი წილი გაიზარდოს კიდეც.

ნავთობნაკადის ამ მატებამ ოდნავ მაინც უნდა შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ყაზახური ნავთობის გამორიცხვამ გამოიწვია.

მიმდინარე წლიდან ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერებულია, თუმცა როგორც აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, ტრანსპორტირება ყახაზეთის სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს განახლდება.

კომპანია ”თენგიშევროილმა”, რომელიც ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს, 2010 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობით ტრანსპორტირებაზე უარი განაცხადა. ნავთობის რკინიგზის საშუალებით ტრანსპორტირება ”თენგიშევროილისთვის” ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილი აღმოჩნდა. გადაწყვეტილების მიზეზი ნავთობის გადაქაჩვის ის მაღალი ტარიფი გახდა, რომელიც მილსადენის ოპერატორმა იმ კომპანიებისთვის დააწესა, რომლებიც მისი აქციონერები არ არიან. შედეგად, ტარიფის მოცულობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კონსორციუმის აქციონერებისათვის და მესამე მხარისთვის განსხვავებულია, განსხვავება კი ნავთობსადენში არსებულ თავისუფალ სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

საინტერესო სიახლეა ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მიმართულებითაც. გაზის ექსპორტის საკითხებში, ირანის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, თეირანი მზადაა, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის გავლით, ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი დაიწყოს. თეირანი მსოფლიო ბაზარზე გასვლის ყველა შესაძლებლობას სწავლობს. მაგალითად, ირანი თურქმენეთთან ასრულებს მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც, თურქმენულ ბუნებრივ აირს, ირანის გავლით, პაკისტანი, ინდოეთი და ომანისა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები მიიღებენ. ირანში აცხადებენ, რომ თუ ევროპელები დროულად არ გამოთქვამენ ინტერესს, მათი ბუნებრივი აირიც, სავარაუდოდ, აზიის ბაზრისკენ მიიმართება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 16:02 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group