მარკეტინგული ცენტრი „ტერრა მედია“-ს მედია მონიტორინგის მონაცემებით 2010 წლის თებერვალ-ივლისის განმავლობაში ნავთობბრენდების მთლიანი აქტივობის 73%-ს ვისოლი და სოკარი ფლობს.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მოხსენიების საერთი სიხშირის 38% ვისოლზე, ხოლო 35% სოკარზე მოდის. საშუალო აქტივობა აქვს ლუკ ოილს (13%) და რომპეტროლს (12%). მედია აქტივობის 1-1% ფლობენ ეკო ჯორჯია და სენტა.
რაოდენობრივ ჭრილში ვისოლის მოხსენიების სიხშირე შეადგენს 336 ერთეულს, ხოლო სოკარის - 303 ერთეულს. ლუკ ოილის და რომპეტროლის მოხსენიების სიხშირეების შესაბამისად ასე გადანაწილდა - 114; 102. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცნობადი ბრენდებია სენტა და ეკო ჯორჯია, მათი სიხშირე 6 თვის განმავლობაში 10 ერთეულს არ ცდება.
საანგარიშო პერიოდში ნავთობ კომპანიების ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება მაისის და ივლისის თვეებში. მაისის თვეში აქტივობის პიკი დაფიქსირდა და საერთო სიხშირემ 200 ერთეული შეადგინა, ხოლო ივლისის თვეში, ივნისთან შედარებით მოხსენიების სიხშირე გაიზარდა 55-ი ერთეულით და მთლიანი მოხსენიების სიხშირემ 170-ს გაუტოლდა.
ზოგადი მონაცემების მიმოხილვის შემდეგ მნიშვნელოვანია კომპანიების აქტივობის გაანალიზება თვეების მიხედვით. კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ლიდერობას ისევ ვისოლი და სოკარი ინარჩუნებს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ყველაზე აქტიური თვეს მაისი წარმოადგენდა და ამ თვის მოხსენიების სიხშირის ლიდერი კომპანია ვისოლი იყო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის ბოლო თვეს სოკარმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საინტერესო ტრენდი ფიქსირდება ლუკ ოილისა და რომპეტროლის მოხსენიების სიხშირეებში. რომპეტროლის აქტივობა საერთო მაჩვენებლით კლების ტენდენციით გამოირჩევა, ხოლო ლუკ ოილი თებერვალ-აპრილის კლებადი ტრენდის შემდგომ აქტიურდება და მაისის თვიდან სტაბილურად ინარჩუნებს მესამე ადგილს.
მედია აქტივობა მნიშვნელოვანია განვიხილოთ აქცენტების მიხედვით. მედია საშუალებებში კომპანიების აქტივობის ძირითად მიზანს ბრენდის პოზიციონირება წარმოადგენს. უპირველესად პოზიტიური ინფორმაცია განაპირობებს საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ კომპანიის მიმართ ლოიალურობის ზრდას. შესაბამისად მედიაში გავრცელებული ნეგატიური მესიჯები უქმნის საფრთხეს ბრენდს გახდეს მისაღები, სანდო, ხარისხზე ორიენტირებული ბიზნეს სუბიექტი მოსახლეობისათვის.
ნეგატიური ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდება მედიაში განსაკუთრებით ბოლო თვეებში. პოზიტიური გზავნილების გავრცელების სიხშირე, შესაძლებელია ითქვას სტაბილურ და სისტემატურ ხასიათს ატარებს. რაოდენობრივი სიხშირისაგან განსხვავებით, პოზიტიური გზავნილების რაოდენობრივ მაჩვენებელში ლუკ ოილი და ვისოლი 10-10 პოზიტიური მესიჯით პირველ ადგილზე იმყოფება და მათ მოსდევს სოკარი.
ანალიზიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას რომ ქართულ ბაზარზე მოღვაწე ნავთობ კომპანიები ცდილობენ მედია გააჯერონ დადებითი ინფორმაციით და გადაფარონ უარყოფითი ინფორმაციის სიხშირე, რათა ნეგატივმა არ მოახდინოს საზოგადოებაში ბრენდის მიმართ ნეგატიური განწყობის გაღვივება და ამ უკანაკნელმა არ ჰპოვოს ასახვა გაყიდვებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მედია მონიტორინგის მონაცემების სისტემატური და რეგულარული ანალიზი ყველა ბიზნეს კომპანიისათვის, რათა საზოგადოებაში ბრენდის დადებითი იმიჯი ჩამოყალიბდეს და გაიზადროს ლოიალურობის ხარისხი.
ანალიტიკოსი
მარკეტინგული ცენტრი „ტერრა მედია“-ს
აღმასრულებელი დირექტორი
გივი ხაჭაპურიძე
Related Stories