გრიგოლ ვაშაძე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

აშშ–ში ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად დაეცა

01/09/2010 17:34 (524 დღე 14:57 minutes ago)

აშშ–ში აგვისტოს თვეში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ავტომობილ ების გაყიდვები 18%–ით დაეცა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ ანალიტიკოსები აცხადებენ. ამერიკულ ბაზარზე აუტსაიდერებად იაპონური კომპანიები მოგვევლინენ, რომელთა რეალიზაციაც საშუალოდ 20%–ით დაეცა.

გაყიდვების დაბალ მაჩვენებელს ექსპერტები მაკროეკონომიკური სიტუაციის არასტაბილურობითა და სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნის სტიმულირების ზომების შეწყვეტით ხსნიან.

წინასწარი მონაცემებით, ახალი ავტომობილ ების გაყიდვები ამერიკაში 11,6 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც ბოლო 28 წლის განმავლობაში თვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ერთი წლის წინ მომხმარებლის აქტიურობა სახელმწიფო პროგრამამ გამოიწვია, რომელშიც ბიუჯეტიდან 3 მილიარდი დოლარი ჩაიდო და რომელმაც ძველი ავტომობილ ების ჩაბარება წაახალისა. მაგრამ პროგრამის შეჩერების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ამერიკელები ავტომობილ ის გამოცვლას არ ჩქარობენ.

თუმცა მოთხოვნა შტატებში არა მხოლოდ ავტომობილ ებზე, არამედ ხანგრძლივი მოხმარების სხვა პროდუქციაზეც ეცემა. მცირდება ახალი სახლების გაყიდვები, ეცემა აქციათა ბაზარი, ასევე არასახარბიელოა უმუშევრობის დონე. სულ უფრო შეირყა „სამომხმარებლო რწმენა“. ადამიანები საკუთარი სამსახურის მომავალში დარწმუნებულნი არ არიან და ამიტომ ახალ ავტომობილ ს არ ყიდულობენ.

იაპონური მანქანების გაყიდვების შემცირებამ ამერიკელ მწარმოებლებს ახალი შანსები მისცა. Ford–მა ამ ფონზე აქცენტი მცირელიტრაჟიან Fiesta–ზე გადაიტანა, რომლის რეალიზაცია მხოლოდ 5%–ით დაიკლებს. 

ამერიკული კომპანიებისთვის, იაპონელ კონკურენტებთან შედარებით გასული თვეც წარმატებული იყო: ივლისში GM–მა გაყიდვები 6,4%–ით გაზარდა. Ford–მა  3,3%–ით, Chrysler–მა კი 5%–ით.


აგვისტოში კი კომპანიები რეალიზაციის კლებას ელოდნენ, ამიტომ მათ წინასწარ შეამცირეს წარმოება და შედეგად, კვლავ მომგებიანი დარჩნენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 16:02 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group