| ”კია მოტორსის” პრეზიდენტი გადადგა |
|
07/09/2010 13:43 (518 დღე 17:22 minutes ago) | ||||||||||||
|
სამხრეთკორეული კომპანიის - ”კია მოტორსის” პრეზიდენტი ჩუნ ვი სუნი გადადგა მსოფლიო ს რამდენიმე ქვეყანაში ”კიას” ფირმის მანქანების მასობრივი უკან გაწვევის დაწყების გამო.
ფრანს პრესის ცნობით, კომპანია აპირებს აშშ-დან და სამხრეთი კორეიდან 85 ათასზე მეტი მანქანის, აგრეთვე ჩინეთიდან 18 ათასზე მეტი მანქანის დაბრუნებას ელექტროგაყვანილობის სისტემაში არსებული პრობლემების გამო. ეს შეეხება მოდელებს: Soul, Sorento, Borrego, Cadenza. პრეზიდენტის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ”კია მოტორსის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



