| BP–ს ტოპ–მენეჯერები ბონუსების გარეშე დარჩნენ |
|
07/03/2011 15:39 (443 დღე 09:45 minutes ago) | ||||||||||||
![]()
British Petroleum–ის ტოპ–მენეჯმენტი მილიონობით დოლარის ბონუსებს აღარ
მიიღებს, რადგან მას მექსიკის ყურეში მომხდარ ავარიაზე პასუხისმგებლობა
აკისრია, იუწყება რადიო კომერსანტი.
ამის შესახებ კომპანია წლიურ ანგარიშში აცხადებს. ფულადი წახალისების გარეშე დარჩა გენერალური დირექტორი რობერტ დადლი, მისი წინამორბედი ტონი ჰეივორდი და გეოლოგიური დაზვერვის ყოფილი დირექტორი ენდი ინგლისი. დოკუმენტში არაა აღნიშნული, რა მოცულობის ბონუსები იყო მათზე გათვალისწინებული, თუმცა 2009 წლის მონაცემებით, დადლიმ 1,125 მილიონი დოლარი მიიღო, ჰეივორდმა 3,4 მილიონი, ინგლისმა კი 2,136 მილიონი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



