| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"ოპეკის" წევრები ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
პირWელის ცნობით, როგორც "The Financial Times" იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება "ოპეკის" სამმა წევრმა - ქუვეითმა, ნიგერიამ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირების მიზნით მიიღეს.
ამ სახით "ოპეკის" წევრებმა ნავთობის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას - საუდის არაბეთს დაუჭირეს მხარი.
ეს უკანასკნელი დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების დაახლოებით 700 ათას ბარელამდე გაზრდის ინიციატივით ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის მოპოვების ზრდის საჭიროება "ოპეკის" წევრ ლიბიაში წარმოების მკვეთრი დაცემის გამო შეიქმნა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 1 მლნ ბარელითაა შემცირებული.
ამასთან, მსოფლიო ში ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთში, რომელიც "ოპეკის" წევრი არაა, ადრე ასევე აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი კომპანიები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირში ნახშირწყალბადების მიწოდება გაზარდონ.
Related Stories