| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"ვისოლის" ავტოგასამართი სადგურების ქსელს სამი ახალი ობიექტი შეემატა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
კომპანიის ინფორმაციით, ახალ ობიექტებში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.
"ვისოლი~ თბილისში, ნუცუბიძისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა #328-ში და ბათუმში, პუშკინის ქუჩა #77-ში მდებარე ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს.
სხვა პროდუქტებთან ერთად, ახალ ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება.
ზუგდიდის ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ასევე საშუალება ექნება ~ავტო ექსპრესის" ცენტრში ფრანგული "ტოტალის" ზეთები და ავტომობილ ის რეცხვის მომსახურება მიიღოს.
ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისათვის ~ვისოლმა~ 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ახლად გახსნილ ავტოგასამართ სადგურებზე დასაქმებულებს შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე დასაქმებული ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და უფასო კვებით სარგებლობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ~ვისოლს~ საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს. წლის ბოლომდე ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.
Related Stories