სადეპუტატო ასაკმა 21 წლამდე დაიწია


Thursday, May 24, 2012
News Making Money

რუსთავში ხვალ კავკასიის ავტოცენტრი გაიხსნება

01/06/2011 16:06 (357 დღე 09:30 minutes ago)

buy-used-car.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, რუსთავში ხვალ კავკასიის ავტოცენტრი გაიხსნება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2 ივნისიდან, რუსთავის შესასვლელში კომპანია ~იბერია ბიზნეს ჯგუფის" მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობაზრობა ~კავკასიის ავტოცენტრი" ამუშავდება.


ობიექტს, რომლის მშენებლობა შიც ~იბერია ბიზნეს ჯგუფმა" 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა საზეიმო ვითარებაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და კომპანიის მენეჯმენტი 13.00 საათზე გახსნიან.


ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სპეციალური აკრობატული ნომერი და მანქანების უახლესი მოდელების პრეზენტაცია.
~იბერია ბიზნეს ჯგუფის" ინფორმაციით, ავტობაზრობა რეგისტრაციის მოქნილი პირობებით და დაბალი ფასებით რეგიონში კონკურენციის გარეშე იქნება, ხოლო პირველი ორი კვირა მომხმარებლებს უფასოდ მოემსახურება.


ავტობაზრობა და მისი დამხმარე ნაგებობები 46 000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. ტერიტორია 4 ზონად და ერთ ტერმინალად იქნება დაყოფილი და ჯამში 2000 მანქანას მოემსახურება.


ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია, თუმცა წლის ბოლომდე იქ ამერიკული სტანდარტების ობიექტებიც აშენდება ამერიკული ფრენჩაიზი "პრესიჟენ ავტო სერვისი" - მულტიბრენდული სა ავტომობილ ო სერვის ცენტრი, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს საქართველოსთვის აქამდე უპრეცედენტო მომსახურება ადგილზე მიიღოს.
ამასთანავე, მომხმარებელს შეეძლება ადგილზე შეამოწმოს მანქანის ტექნიკური გამართულობა, ისარგებლოს სხვადასხვა წამყვანი ბანკები ს მომსახურებით, შეიძინოს მანქანისთვის სათადარიგო ნაწილები, განაბაჟოს მანქანა და მიიღოს მრავალი დამატებითი სერვისი "იბერია ბიზნეს ჯგუფისაგან".


~გარდა მეორადი ავტომობილ ებისა, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაიყიდება ახალი ავტომობილ ებიც. ჩვენი კომპანია ავტობაზრობის მომხმარებელს მუდმივად გაუკეთებს სპეციალურ შეთავაზებებს ისეთი ბრენდების სერვის მომსახურებაზე, როგორებიცაა VOLKSWAGEN, AUDI, SKODA, MITSUBISHI, RENAULT, NISSAN, INFINITI, PEUGEOT და KIA,“-,"- აცხადებს ~იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.


როგორც ~იბერია ბიზნეს ჯგუფში" განმარტავენ, ბაზრობაზე შესვლის წესები მარტივია და სრულიად ახალი საქართველოსთვის. მომხმარებელს შესვლისას გადაეცემა სპეციალური ბარათი, რომელიც დააფიქსირებს მომხარებლის შესვლის თარიღს, ადგილსა და შემდეგ გასვლის დროს.


ავტობაზრობაზე რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტიც განთავსდება. ხოლო მათთვის, ვინც ავტომობილ ის შესაძენად მეზობელი ქვეყნიდან არის ჩამოსული, ბაზრობის ტერიტორიაზევე განთავსებულია სასტუმრო. რაც შეეხება ვებგვერდს, იგი უკვე მზადების პროცესშია და ივნისის ბოლოდან ავტომობილ ის შეძენისა და გაყიდვის მსურველებს ამ სერვისით სარგებლობაც შეეძლებათ.


"იბერია ბიზნეს ჯგუფი" (IBG) 1999 წელს შეიქმნა. 2001 წლიდან კი გაერთიანებულ ძლიერ სავაჭრო ინდუსტრიულ ჰოლდინგს წარმოადგენს. დღეისათვის IBG მოიცავს, როგორც სა ავტომობილ ო სფეროს, ასევე მაღალი მოდის მაღაზიებს და საფეხბურთო სკოლა ოლიმპს. საქართველოში IBG ისეთი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია როგორებიცაა "ფოლკსვაგენი", "აუდი", "შკოდა", "რენო", "ნისანი", "მიცუბიში", "პეჟო" და "კია".

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group