ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოში საწვავის მონიტორინგი განხორციელდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან" აცნობეს , ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგთან" ერთად მონიტორინგი კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმოებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის ხარისხზე განახორციელეს.
შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით და ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით განხორციელდა.
"მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ A-91 რეგულარის ტიპის ბენზინი რეალურად არის 93 – 93.5 ოქტანის, მაშინ როცა სტანდარტით უნდა იყოს არანაკლებ 91 ერთეულისა. ოქტანური რიცხვი საწვავის ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური მახასიათებელია. ტყვიის შემცველობა მასში ფაქტობრივად არ არის – 0,0009 - 0,0010 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით – უნდა იყოს არა უმეტეს 0,013 ერთეულისა); არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი შეადგენს 25 - 30 პროცენტს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 45 პროცენტისა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 0.9 – 1.0 პროცენტამდე (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 5 პროცენტისა); გოგირდის შემცველობა არის 150 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 500 ერთეულისა)", - აცხადებენ "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში" .
კავშირის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მონიტორინგის დროს განსაკუთრებით ხაზგასმული იყო დიზელის საწვავში წყლის შემცველობის განსაზღვრა, რადგან დიზელის საწვავში წყლის არსებობა ავტომობილ ს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. შემოწმების შედეგად, დიზელის საწვავში წყალი არ აღმოჩნდა.
Related Stories