„შოფინგ აქსისი“: სავაჭრო ცენტრებში მომხმარებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ანტიკვარული მანქანების დაქირავების მსურველთა რაოდენობა იზრდება

ავტორი ნანა მღებრიშვილი, The FINANCIAL

23/06/2011 16:20 (335 დღე 09:27 minutes ago)

old-car.jpg

საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ქორწილებისა და წვეულებებისათვის ანტიკვარული მანქანების დაქირავება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ჩვენს ქვეყანაში 70 ანტიკვარული მანქანაა, რომელთაგან ყველაზე ძველი 1928 წლიანია. ისინი ხელით აწყობილი მანქანებია. მათ უმეტესობას ორიგინალი ნაწილები და აქსესუარები არ აქვს, ისინი უბრალოდ ძველი მაქანების იმიტაციას წარმოადგენენ, სინამდვილეში მხოლოდ მანქანის ჩარჩოა ქარხნული წარმოების.

საქართველოში ავტომობილ ების  გაქირავების  ბიზნესში  „ექსკლუზივ ავტო“   ერთადერთი  კომპანიაა, რომელიც  ქვეყნის   მასშტაბით  მომხმარებელს ანტიკვარული მანქანებით  მომსახურებას სთავაზობს. კომპანიაში 16 მანქანაა წარმოადგენილი. ავტომობილ ების უმრავლესობა ხელითაა აწყობილი და ერთადერთია, როგორც საქართველოში ასევე ამიერკავკასიის მასშტაბით. ეს 16 მანქანა საქართველოში არსებული ანტიკვარული მანქანებიდან გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან მისი ყველა დეტალი ორიგინალია.


„მომავალში ჩვენი ბიზნესი ს ბუმს ველოდებით,“ გვითხრა  "ექსავტოს“ დირექტორმა კახა ხარჩილავამ. „ ქართული საზოგადოება მზად არის მაღალი კლასის მომსახურებისათვიოს.  ჩვენთან არსებული ფასები ხელმისაწვდომია,“ თქვა ხარჩილავამ.

კომპანიას თავისი ვებ საიტიც აქვს – exauto.ge. ავტომობილ ები ლონდონში 2008 წელს გარდაცვლილი ქართველი მილიარდელის, ბადრი პატარკაციშვილის ყოფილ რეზიდენციაშია განთავსებული, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი ბიზნესი პატარკაციშვილის ოჯახთან დაკავშირებული არ არის.

"ექსავტოს“ კუთვნილებაშია საქართველოში ყველაზე ძველი მანქანა, „სტუდებეკერი,“ რომელიც 1928 წელს არის ამერიკაში გამოშვებული. მანქანის დაქირავება 5 საათით 650 ლარი ღირს, ხოლო ყოველ მომდევნო საათზე დამატებით 50 ლარი. კომპანიის მომსახურებაში შედის საწვავით უზრუნველყოფა და მძღოლის მომსახურება.

კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს „ექსკალიბურს“ რომელიც 1995 წელს აშშ– ია გამოშვებული. ორივე მანქანა  მხოლოდ ერთია კავკასიაში.

„ჩვენს კუთვნილებაშია ასევე საბჭოთა კავშირის ბოლო პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის კუთვნილი „ზილი,“ გვითხრა ხარჩილავამ. „თუმცა თეთრი ბენტლი აზური (კაბრიოლეტი) ყველაზე ელეგანტური მანქანაა. ამ მანქანის  ქირაობა 5 საათით 650 ლარი ღირს, ხოლო ყოველ მომდევნო საათზე დამატებით 50 ლარი.“

გარდა ამ 16 მანქანისა, საქართველოში 50 ანტიკვარული მანქანაა, რომლის მფლობელებმა ეს მანქანები თანამედროვე ნაწილებით გამართეს, რათა დღევანდელი ცხოვრებისათვის შესაფერისი ყოფილიყო.

საერთოდ, მაქნანა ანტიკვარად ითვლება მაშინ, როდესაც მისი  გამოშვება აღარ ხდება და მას ყველაფერი ქარხნული წარმოების აქვს.

„თუ მანქანას აკლია ერთი ქარხნული დეტალიც კი, ის ნამდვილ ანტიკვარულ მაქნანად აღარ ითვლება,“ გვითხრა „საქართველოს ეროვნული სა ავტომობილ ო ფედერაციის“ პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ. „ მას არავითარი ღირებულება არ აქვს მანქანის კოლექციონერთათვის.  ასეთი ავტომობილ ები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ანტიკვარული მანქანების ოფიციალურ  გამოფენა-გაყიდვაზე.“

ძველი მაქნანების აღდგენა და გაყიდვა მომავალში მომგებიანი ბიზნესი გახდება. საქართველოში არავის აქვს ასეთი ბიზნესი .  მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მანქანების მოყვარულმა  ანტიკვარული მანქანა შეაკეთა და შემდეგ ძალიან დიდ ფასად გაყიდა.

„მეგობრებს ვერ გაყიდი,“ გვითხრა 1936 წელს გამოშვებული BMW 321 – ის მფლობელმა ვაჟა მინდაძემ. „ მე ორი მანქანა გავყიდე, ერთი ამერიკაში და მეორე აქ, საქართველოში. ისინი გროზნოდან 30 წლის წინ ჩამოვიყვანე, შევაკეთე და 70,000 დოლარად გავყიდე, რაც საკმაოდ მაღალი ფასია იმასთან შედარებით, რა ფასადაც ისინი შევიძინე. თუმცა ჩემს მანქანებს, როგორც ბიზნესს ვერ ვუყურებ. მე უბრალოდ მიყვარს ეს საქმე,“ ამბობს მინდაძე.

კიდევ ერთი ანტიკვარული მანქანა „მერსედეს ბენცი,“ რომელიც 1935 წელს არის გამოშვებული ამჟამად იყიდება. მისი მფლობელი ავთანდილ კახნიაშვილია. მის საკუთრებაშია ასევე „ოპელ ოლიმპია,“ რომელიც წარმოებულია 1938 წელს და 1953 წლის „მოსკვიჩი“. ის ამ მანქანებს მრავალი წლის განმავლობაში აწყობდა თავის მეგობრებთან ერთად. თუმცა ახლა ფინანსური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა „მერსედესი“  გაყიდოს.

„ფასი საკმაოდ დაბალია – 15 000 დოლარი. ეს მანქანა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მაგრამ ჩემი ოჯახის მატერიალური პრობლემების გამო იძულებული ვარ გავყიდო,“ ამბობს კახნიაშვილი.

„ ჩემი „მერსედესი“ მრავალ ფილმსა, თუ ვიდეოშია გადაღებული. მე მას ქორწილებშიც ვაქირავებდი, თუმცა არა ყველა წყვილისათვის. ჩემთვის ის უფრო მეტია, ვიდრე მანქანა,“ გვითხრა მან.

საქართველოში 28 ანტიკვარული სამხედრო მანქანაა. მერაბ გუჯაბიძის საკუთრებაშია 1942 წლის „ვილისი,“ რომელიც საქართველოში არსებულ სამხედრო მანქანებს შორის ყველაზე კარგ მდგომრეობაშია. გუჯაბიძე მანქანის შეკეთებას 15 წლის განმავლობაში ცდილობდა. ამჟამად, მანქანის ფასი საკმაოდ მაღალია, დაახლოებით, 20,000 დოლარი, თუმცა ის მანქანის გაყიდვას არ აპირებს.

„ანტიკური მანქანების შეკეთება ჩემთვის კულტურაა და არა ბიზნესი ,“ გვითხრა გუჯაბიძემ. „მე რაინდის წოდება მაქვს, რადგან ვარ „ამერიკული ვილისების რაინდების კლუბის“ წევრი. მე ვამაყობ ჩემი მანქანით. თუმცა საქართველოში ბევრი მას სათანადოდ ვერ აფასებს. ამას წინათ ლონდონში ანტიკვარული სამხედრო მანქანების გამოფენა ჩატარდა. საქართველოდან ორი მანქანა იყო მიწვეული, რომელთაგან ერთი ჩემი ავტომობილ ი იყო, თუმცა არავინ დაგვიფინანსა ეს მგზავრობა და მე ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიო ს ვერ ვაჩვენეთ ჩვენი განძეული.“

შალვა ზამთარაძეემ „გაზ 67“ თბილისში, ძველი სახლის ეზოში იპოვა. მანქანის შეკეთება დაახლოებით 4,000 დოლარი დაუჯდა, ახლა კი მისი საბაზრო ფასი 20–25,000 დოლარია. თუმცა სხვა ანტიკვარული მანქანების მფლობელების მსგავსად, ზამთარაძე მის გაყიდვას არ აპირებს.

ანტიკვარული მანქანის მფლობელების თქმით, ნამდვილი ანტიკვარული მანქანის ნაწილები ძალიან ძვირი ღირს.


„ჩვენ მომხმარებელს ნებისმიერი მარკისა, თუ წლის მანქანის ნაწილებით და აქსესუარებით ვამარაგებთ. თუ ამ ნაწილების შეძენა რომელიმე ქვეყანაში არის შესაძლებელი, ჩვენ ისინი ჩამოგვაქვს. თუმცა ამას დიდი თანხები და  დრო სჭირდება,“ გვითხრა „თეგეტა მოტორსის“ სერვის მენეჯერმა ავთანდილ ხუციშვილმა.

ყველაზე დიდი პრობლემა ანტიკვარული მანქანების დაზღვევაა. "ექსავტოს“ მანქანების დაზღვევა სურდა, თუმცა არ დაუზღვიეს.

„ ჩვენ თითქმის ყველა სადაზღვევიო კომპანიასთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. ყველამ, გარდა ერთისა უარი გვითხრა მანქანების დაზღვევაზე, რადგან მათ ექსპერტები არ ჰყავთ, რომ შეაფასონ მანქანები და ფასები დაადგინონ. მხოლოდ ერთი კომპანია დაგვთანხმდა მანქანების დაზღვევაზე, თუმცა ძალიან მაღალ ფასად“ თქვა ხარჩილავამ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group