| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი სახელმწიფო სტრუქტურაა, ვინც აცხადებს,
რომ ივნისის თვეში ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირების ტენდენცია
გრძელდებოდა, უწყება რადიო კომერსანტი.
არსებული პროგნოზებით, ნავთობზე დაბალი ფასი მომდევნო პერიოდშიც შენარჩუნდება, რაც მოსალოდნელია, რომ აისახოს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
ასევე ცნობილი ხდება, რომ აშშ–მა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბაზარზე დამატებით 60 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანონ, რათა „შავი ოქროს“ გაძვირების პროცესი შეაჩერონ.
აღნიშნული ცნობის გავრცელებისთანავე, ნავთობის მსოფლიო ფასებმა ვარდნა გააგრძელა.
ნიუ–იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასი ბარელზე 4,39 დოლარით შემცირდა და 91,02 დოლარი შეადგინა. Brent–ის ტიპის ნავთობი კი თითქმის 7 დოლარით გაიაფდა და 107,26 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა.
როდიდან შეიძლება მსოფლიო ტენდენცია საქართველოს ბაზარზე აისახოს, ჯერჯერობით ვერ კონკრეტდება. თუმცა, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე რადიო “კომერსანტთან” საუბარში არ უარყოფს, რომ მსოფლიო ში ნავთობის გაიაფება სახეზეა. იმავდროულად იკლებს ე.წ. პლაცის ფასებიც, რომელსაც საწვავის გაძვირებისას ქართველი ნავთობიმპორტიორები ყველაზე ხშირად იშველიებენ. ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბირჟებზე არსებული ფასები და პლაცის ფასები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ამჟამად ორივე კლების ტენდენციით ხასიათდება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს კლება ქართულ ბაზარზეც აისახოს. შეგახსენებთ: გასულ კვირაში ნავთობიმპორტიორებმა საწვავზე ფასები ხუთი თეთრით გაზარდეს. წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასები ოთხჯერ გაიზარდა და მხოლოდ ერთხელ შემცირდა.
Related Stories