| თითქმის ყველა ძველ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება 80 თეთრია |
|
19/07/2011 17:29 (309 დღე 08:25 minutes ago) | ||||||||||||
![]() თბილისში, თითქმის ყველა ძველ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება დღეიდან 80 თეთრია.
80 თეთრი ღირს #40 49, 85, 200, 202, 50. 17, 122, 171, 109, 41, 63, 61, 88, 72, 160 სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა. მძღოლების უმრავლესობა ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ მიიღო მგზავრობის გაძვირების გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ მათ ახალი, 80-თეთრიანი აბრები დისპეტჩერებმა დღეს დაურიგეს. მძღოლები, ზოგადად თავს არიდებენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარს და არც იმას აკონკრეტებენ, თუ დისპეტჩერებმა ვისგან მიიღეს მგზავრობის გაძვირების მითითება.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



