"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

„ყაზტრანსგაზ–თბილისმა“ სახელმწიფოს ვალი 2,5 წლის შემდეგაც ვერ დაუბრუნა

09/08/2011 13:20 (288 დღე 12:45 minutes ago)

„ყაზტრანსგაზ–თბილისს“ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება ამ დრომდე არ დაუფარავ,სიტყობინება რადიო კომერსანტი, გაზეთ „რეზონანსის“ მასალების მიხედვით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში
კომპანიაში „სემეკის“ მიერ დანიშნული მმართველი ისევ რჩება. ამ დროისთვის არ სახელდება, ვალის რა ნაწილი დაფარა „ყაზტრანსგაზ–თბილისმა.“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ დავალიანებას პირნათლად იხდიან.

გადახდილი თანხის შესახებ არაფერი იციან „სემეკშიც.“

შეგახსენებთ: „ყაზტრანსგაზ–თბილისში“ სპეციალური მმართველი 2009 წლის 16 მარტს დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დიდი ოდენობით კრედიტორული დავალიანება, რომელიც 80 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის 68 მილიონი ყაზახურ მხარეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისადმი მართებს.

სპეციალური მმართველის დანიშვნისას „სემეკის“ თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებდა, რომ მმართველი კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებამდე და მიწოდებული გაზის საფასურის ანაზღაურებამდე იმუშავებდა.

სპეციალური მმართველის დანიშვნიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ კომპანიამ დავალიანებიდან 20 მილიონი გაისტუმრა და დროებითი მმართველის უფლება–მოვალეობები კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ის კომპანიაში 2012 წლის პირველ მაისამდე იმუშავებს.

გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ მიერ ვალის გადახდა ეტაპობრივად მიმდინარეობს. თუმცა რა რაოდენობის ვალდებულებები აქვს კომპანიას დაფარული, ეს მისთვის უცნობია.

ციფრებზე არ საუბრობს არც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა სარია. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაფარული ვალის რაოდენობა მისთვის უცნობია. „ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სათავო ოფისში, ყაზახეთში აქვთ,“ – აცხადებს სარია და აღნიშნავს, რომ კომპანია ვალს ეტაპობრივად ფარავს.

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group