
„სანატორიუმის რეკონსტრუქციის გეგმა უკვე შემუშავებულია“
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
რადიო კომერსანტის ცნობით, ყაზახები ლიკანის კურორტთან დაკავშირებით დაპირების შესრულებას ცდილობენ. პრეზიდენტის რამდენიმე კვირის წინანდელი კრიტიკის შემდეგ “ყაზმუნაიგაზ სერვისის” სათაო ოფისი სპეციალურ განცხადებას პირველად აკეთებს. ამ განცხადების მიხედვით, “ბორჯომ-ლიკანის” სანატორიუმის რეკონსტრუქციის გეგმა უკვე შემუშავებულია.
სანატორიუმის ტერიტორიაზე კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდება ყველა არსებულ შენობას. თავიდან იქნება აგებული კურორტის მთავარი შენობა, გაკეთდება კაფე, ავტოფარეხები და ისტორიული შენობების რეკონსტრუქცია განხორციელდება.
განცხადების თანახმად, მათ მიერ ტერიტორიის შეძენისას მათ მფლობელობაში გადავიდა 39 ჰექტარი ფართობი, ასევე ძველი შენობები და სამკურნალო–პროფილაქტიკური კომპლექსის ნაგებობები. საქართველოს პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენცია კი, რომელიც ლიკანის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომანოვების საიმპერატორო სასახლეს მოიცავს, საქართველოს საკუთრებაში დარჩა.
ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში აგებული ნაგებობები უკვე უვარგისია და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ხოლო საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, შენობები სეისმური უსაფრთხოების მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მათი შეფასებისთვის სპეციალისტები იქნენ მოწვეული.
„კვლევის დროს გამოვლინდა სერიოზული ხარვეზები მზიდ კონსტრუქციებში. სწორედ ამიტომ გადაწყდა, უარი გვეთქვა რეკონსტრუქციის თავდაპირველ გეგმებზე და დაგვეწყო საპროექტო–ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შექმნა ახალი კომპლექსისთვის, რამაც დროისა და ფინანსების დამატებითი ხარჯი გამოიწვია,“ – აცხადებენ კომპანიაში.
“ყაზმუნაიგაზ სერვისის” ინფორმაციით, 2006 წლიდან მათ აღნიშნულ პროექტში უკვე 6,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. კერძოდ საუბარია გამაჯანსაღებელი კომპლექსის შენახვასა და დაპროექტებაზე, კომუნალურ გადასახადებსა და პერსონა ლისთვის ხელფასის გადახდაზე. ასევე სხვა საბიუჯეტო გადასახადებზე.
შეგახსენებთ: ლიკანის სანატორიუმი ყაზახებს 2006 წელს გადაეცათ. თუმცა, მას შემდეგ კურორტის განახლება ვერ მოხერხდა, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა რამდენჯერმე დაიმსახურეს. ამასთან, გაკეთდა მინიშნებაც, რომ თუ ყაზახები დროულად არ წარმოადგენდნენ კურორტის გეგმას, მათ ის ჩამოერთმეოდათ.
Related Stories