“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ავტოიმპორტიორი კომპანიები ომამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდნენ

01/09/2011 14:25 (265 დღე 11:53 minutes ago)

car-market-2.jpg

რეექსპორტმა სა ავტომობილ ო ბაზარი გამოაცოცხლა, იტყობინება რადიო კომერსანტი, გაზეთ „ბიზნეს-რეზონანსის“ მასალების მიხედვით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ავტომობილ ების ქართული ბაზარი გააქტიურდა. გაყიდვების მაჩვენებლები ომამდელ მონაცემებს გაუტოლდა.„იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ხელმძღვანელის დავით გოგორიშვილის განმარტებით, წელს რეალიზაციის 40%-იანი ზრდა ფიქსირდება და ეს ნიშნული წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 20 %-ით მოიმატებს. რეალიზაციის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ავტომობილ ების რეექსპორტი სახელდება. რეექსპორტი ყველაზე აქტიურად უკრაინა სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. ამასთან, როგორც ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, ბაზარს ადგილობრივი მყიდველიც დაუბრუნდა.

გოგორიშვილის განცხადებით, მისი კომპანია ბოლო წლების ჩავარდნის შემდეგ წელს 2007 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. ადგილობრივი მომხმარებლის გააქტიურებას კი ის განვადებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით ხსნის.

მდგომარეობის გამოსწორებაზე საუბრობენ „ჰიუნდაის“ ცენტრშიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ საზაფხულო სეზონზე „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილ ების მყიდველთა რაოდენობა გაიზარდა. „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორის დავით გიორგობიანის განცხადებით, გაყიდვების ზრდის მიზეზი კონრეტული სიახლეების დანერგვაა. კერძოდ, კომპანია წელს მომხმარებელს უახლეს მოდელებს სთავაზობს. აგრეთვე 3-დან 5 წლამდე გაიზარდა საგარანტიო ვადა. ამასთან, გიორგობიანის თქმით, ახალი ავტომობილ ები ეკონომიურია.

აღნიშნული კომპანიებისგან განსხვავებით, რეალიზაციის პრობლემა აქვს „აკა მერსედესს,“ რის მიზეზადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group