
საბერძნეთში უდიდესი ინდუსტრიული კომპანიის “სელენიკ პეტროლიუმის”
შვილობილმა კომპანია „ეკო ჯორჯიამ“ საქართველოს საწვავის ბაზარზე ოპერირება
შეწყვიტა. 2011 წლის ივლისიდან „ეკო ჯორჯიას“ 20 ავტოგასამართი სადგური
„გალფ ოილის“ მფლობელობაში გადავიდა. „ეკოს“ წითელ ლოგოს თანდათან „გალფის“
ნარინჯისფერი ლოგო ჩაანაცვლებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შპს “ეკო ჯორჯია” 1995 წელს დაარსდა. “ეკო ჯორჯია” საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ადრეული უცხოური ინვესტიცია იყო. კომპანია ბენზიგასამართ სადგურებზე თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავს და საუკეთესო სერვისებს სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ „ეკო ჯორჯიას“ საწვავი უფრო ძვირადღირებული იყო, ვიდრე კონკურენტების. კომპანია თითქმის არ ახდენდა მედიაში პროდუქციის რეკლამირებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც პოპულარული იყო.
„ეკო ჯორჯია“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციამ 2005–2007 წლებში დააჯილდოვა როგორც საუკეთესო უცხოური კომპანია. კომპანია მსხვილ გადამხდელებს შორის მეხუთე ადგილზე იყო. „ეკო ჯორჯიას“ ინფრასტრუქტურა მოიცავდა კომპანიის კუთვნილ და კომპანიის მიერ ფუნქციონირებად 16 ავტოგასამართ სადგურს, იჯარით აღებულ 1 ავტოგასამართ სადგურს, 2200 მ2 ნავთობბაზას, 220 მ2 საწყობს და 400 მ2 ოფისს.
მიუხედავად იმისა, რომ „ეკო ჯორჯიამ“ საქართველოში ოფისები დახურა,“სელენიკ პეტროლიუმი“ კვლავ განაგრძობს „გალფ ოილთან“ თანამშრომლობას. მიზეზი, რის გამოც „ეკო ჯორჯია“ „გალფ ოილმა“ ჩაანაცვლა, ვერცერთმა კომპანიამ ვერ გვითხრა.
“სელენიკ პეტროლიუმის” წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს საქართველო. ეკო ჯორჯიას ოფისები დაიხურა, თანამშრომლები დაითხოვეს. “ ამის მიზეზი ალბათ იყო ის, რომ „ეკო ჯორჯია“ საბერძნეთის კომპანიის მოთხოვნებს ვერ ასრულებდა და ამიტომ “სელენიკ პეტროლიუმმა” გადაწყვიტა პარტნიორი შეეცვალა ქართულ ბაზარზე,“ გვითხრა საქმეში ჩახედულმა წყარომ.
„გალფ ოილი,“ “სელენიკ პეტროლიუმის“ ახალი პარტნიორი, მსოფლიო ს უმსხვილესი ნავთობპროდუქტების კომპანიის „გალფ ოილ ინტერნეშენალის“ ოფიციალური დისტრიბუტორია."გალფ ოილ ინტერნეიშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კი "სან პეტროლიუმ ჯორჯიაა".
„ჩვენ არ შეგვიძენია „ეკო ჯორჯიას“ ბენზინგასანმართი სადგურები, თუმცა ისინი ჩვენი მფლობელობის ქვეშ არის,“ გვითხრა „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა თავაძემ. „ მიუხედავად ბენზინგასამართი სადგურების ხელსაყრელი მდებარეობისა, „ეკო ჯორჯიას“ ბაზარზე ძალიან მცირე წილი ჰქონდა. ამ სადგურების კონტროლი ჩვენს ინტერესებში შედიოდა, რადგან ისინი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე მდებარეობს,“ თქვა მან.
დღეისათვის "გალფ ოილ ინტერნეშენალი" ერთ-ერთი უმსხვილესი მულტინაციონალური ნავთობპროდუქტების კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ს 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ამერიკის, ინგლისის და ისრაელის შემდეგ „გალფ ოილი“ საქართველოს ბაზრის დაფარვას იწყებს.
„გალფმა“ ქართულ ბაზარზე ბენზინგასამართი სადგურების ქსელები „სენტა“„მაგნატი“ და „ეკო ჯორჯია“ შეიძინა. კომპანიას ქსელში 120 ავტოგასამართი სადგური აქვს და მათ გაზრდას 150–მდე აპირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება პირველი კომპანია, რომელსაც ამ რაოდენობის ბენზინგასამართი სადგური ექნება ბაზარზე.
შესაძლებელია ამ პროცესებს უკვე მოეხდინა ცვლილება საწვავის ქართულ ბაზარზე. ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია გამოჩნდა და მეორე ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანია ჩაანაცვლა. „პირველ რიგში, ეს სიახლე მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის, რადგან რაც უფრო მეტი ბრენდი იქნება წარმოდგენილი და დივერსიფიცირებული მიწოდება, მით უფრო მეტი იქნება კონკურენცია და კონკურენცია არის ერთ–ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ ფასი იყოს ხელმისაწვდომი,“ თქვა ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის დირექტორმა გიორგი კოტრიკაძემ. „ გალფი“ ნენზინგასამართი სადგურების რაოდენობის 140–მდე გაზრდას აპირებს. თუ მათი ყველა გეგმა განხორციელდა, ეს იქნება უდიდესი კომპანია ბაზრაზე,“ თქვა მან.
„სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც „ეკო ჯორჯიამ“ საქართველო დატოვა,“ გვითხრა თევზაძემ. „ რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, ბაზარზე წილის კიდევ უფრო გაზრდას ვგეგმავთ, რაც ავტომატიურად გამოიწვევს სხვა ქსელების შემცირებას.“
Related Stories