| დავით მესხიშვილი: ავტომობილების გაზზე გადაყვანა სარისკოა |
|
14/09/2011 15:45 (252 დღე 10:39 minutes ago) | ||||||||||||
![]() ავტომობილ ების გადაყვანა თხევად გაზზე დიდი საფრთხის შემცველია, თუმცა გაზის საწვავის ეკონომიურობის გამო ამ სერვისზე მოთხოვნა იზრდება. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ commersant.ge-ს ამ სფეროს სპეციალისტებმა განუცხადეს.
,,ვისოლის” გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, გაზზე გადაყვანის სერვისზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. კომპანია ბოლო 3 თვეა იტალიური წარმოების საუკეთესო მოწყობილობით თხევადი გაზის ავზების მონტაჟს აწარმოებს. ავტოექსპერტ დავით მესხიშვილის თქმით კი, ქართულ ბაზარზე ავტომობილ ების საწვავის სისტემის გადაკეთება ძირითადად კუსტარული გზით ხდება, რაც განსაკუთრებით სარისკო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშია.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



