IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან


Thursday, May 24, 2012
News Making Money

საქართველოში ქალი მძღოლების რაოდენობა იზრდება

ავტორი ნანა მღებრიშვილი, The FINANCIAL

26/09/2011 16:23 (240 დღე 10:03 minutes ago)

women-drivers-1.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2011 წელს საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილ ებმა დაიკავა და 305 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 22 პროცენტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2011 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან 271,687,200 დოლარის ღირებულების 27,682 ავტომანქანის ექსპორტი განხორციელდა. მათგან 1,230 ახალი იყო, ხოლო 25,567 –  მეორადი. 2010 წელთან შედარებით ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საერთო ჯამში გასულ წელს 23,144 მანქანის ექსპორტი განხორციელდა. აქედან, 87,175,900 დოლარის ღირებულების 2,145 ავტომანქანა ახალი იყო, ხოლო 136,467,200  დოლარის ღირებულების  20,401 ავტომანქანა – მეორადი.

სტატისტიკის მიხედვით, 2011 წელს ქვეყანაში უფრო მეტი ავტომობილ ის იმპორტი განხორციელდა, ვიდრე ექსპორტი. 2011 წლის იანვრიდან ივლისამდე საქართველოში 29, 078 მანქანის – 1854 ახალი და 22,200 მეორადი მაქნანის იმპორტი განხორციელდა. 2011 წლის იმპორტირებული მანქანების ღირებულებამ 205,511,800 დოლარი შეადგინა.

2010 წელს საქართველოში 309,496,800 დოლარის ღირებულების 45,501 მანქანის იმპორტი განხროციელდა. აქედან, მხოლოდ 2,404 მანქანა იყო ახალი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2010 წელს სულ 713,262 მანქანა დაარეგისტრირეს.  აქედან 577,254 მსუბუქი ავტომობილ ი იყო, 65,569 სატვირთო მანქანა, 47,600 – ავტობუსი და 12,300 – სპეციალური მანქანა.

საერთო ჯამში 2010 წელს საქართველოში 202 მარკის მანქანა დაარეგისტრირეს.  Opel- ი პირველ ადგილზე დგას – 74,025 მანქანით. ქვეყანაში 59,701 Mersedes-Benz– ი, 38,061 Volkswagen–ი, 32,718 BMW,  26,733 Ford- ი და 17,588 Toyota დაარეგისტრირეს. საქართველოში  ჯერ კიდევ ბევრი საბჭოთა მანქანაა. წლევანდელი მონაცემებით ქვეყანაში  20,307 მოსკვიჩია დარეგისტრირებული.

საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალი მძღოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად  გაიზარდა. თუმცა მათგან ძალიან ცოტა ყიდულობს სპორტულ მანქანას. ქალები შედარებით პატარა, დაბალხარჯიან ავტომობილ ებს ყიდულობენ.

„იბერია ბიზნეს ჯფუფის“ მანდილოსან მომხმარებელს შორის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელი Volkswagen Crossover Tiguan - ია. " Audi Q5 პოპულარული უფრო საქმიან ქალებშია. თუ ბაზარს გადავხედავთ, იმ ქალების რაოდენობა, რომელსაც Volkswagen ჰყავს, გასულ წლებთან შედარებით 35 % ით გაიზარდა, ხოლო Audi Q5 – ის მფლობელი ქალების რიცხვი 20 % – ით,“ გვითხრა „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერმა ვახტანგ ანთაძემ.

Mitsubishi’s Pajero Io ხალხის ბრენდის სტატუსით დამსახურებულად სარგებლობს, რადგან ის ქართველი ქალი მძღოლების ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

Infiniti fx35 საკმაოდ პოპულარული ავტომობილ ია იმ მანდილოსნებს შორის, რომლებიც დიდ მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას. Fx35 ძალიან ელეგანტური მანქანაა და არც ძალიან ძვირი ღირს.

„თუ ქალბატონებს 5,000 დოლარზე მეტი თანხის გადახდა შეუძლიათ ავტომობილ ში, დაახლოებით 7,000 დოლარის, მაშინ ისინი ძირითადად  Pajero Io - ს ირჩევენ. 7–10,000 დოლარში მოთხოვნა უფრო Mersedes-Benz CLK - ზეა. 10–15,000 დოლარად მომხმარებელი უპირატესობას Mersedes-Benz ML Jeep- ს, ან BMW X5 –ს ანიჭებს. სხვათაშორის, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 20 მყიდველიდან 7 ქალბატონი იყო, რაც  ვფიქრობ, არც თუ ისე პატარა რიცხვია,“ გვითხრა „სტრადა ავტოს“ გაყიდვების მენეჯერმა ოთარ ბაქრაძემ.

მანქანების იმპორტიორთა თქმით, ქართველებში არ არის იმის ტენდენცია, რომ აუცილებლად იშვიათი მარკისა, თუ მოდელის მანქანა ჰყავდეთ.

კომპანია cars.ge მანქანების იმპორტს იაპონიიდან, აშშ–დან და გერმანიიდან რამდენიმე წელია რაც ახორციელებს. ყოველთვე ისინი დაახლოებით ათ მანქანას ყიდიან და აცხადებენ, რომ 2010 წელთან შედარებით მანქანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

„ჩვენი კომპანიის სტატისტიკით, ყველაზე პოპულარული ბრენდები BMW, Mersedes –ი, Opel –ი , Mitsubishi და Wolkswagen – ია, გვითხრა cars.ge – ს მენეჯერმა ინგა რუსტლერმა.

“უკანასკნელი  წლების განმავლობაში ქართველების გემოვნება მანქანებთან დაკავშირებით თითქმის არ შეცვლილა. მათ იგივე მოდელები მოწონთ, რაც 2–3 წლის წინ მოსწონდათ. მანქანების მსოფლიო ბაზარზე ბევრი ახალი მოდელია, თუმცა ქართველები მათი ყიდვისგან თავს იკავებენ და უფრო ცნობილ მოდელებს ანიჭებენ უპირატესობას,“ აღნიშნა მან.

„Lucky Group-ი მანქანების იმპორტს 8 წელია რაც აშშ–დან, იაპონიიდან, გერმანიიდან და ინგლისიდან ახორციელებს. Lucky Group-ის წარმომადგენლები მანქანებთან დაკავშირებით ქართველთა გემოვნებაზე და ტენდენციებზე საუბრობენ.

„ბოლო წლების განმავლობაში Volkswagen–ი ყველაზე პოპულარული ბრენდია საქართველოში, მაგრამ როგორც უკანასკნელი სტატისტიკა გვიჩვენებს, Mersedes–ს გაყიდვების ყველაზე დიდი წილი უკავია,“ გვითხრა კომპანიის მენეჯერმა.

„ჩემი აზრით, ქართველი მომხმარებლების 30% მზად არის სიახლეებისათვის, თუმცა უმრავლესობა მაინც ტრადიციულ მოდელებს ანიჭებს უპირატესობას,“ გვითხრა რუსტლერმა.

2011 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ და "Renault"- ის წარმომადგენლობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში ელექტრომობილების გამოყენების ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. Renault- Nissan ცენტრის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ემსახურება  ნახშირბადის გამონაბლოქვის შემცირებას.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group